მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

განვაგრძობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას შუა დერეფნის პარტნიორ ქვეყნებთან იმისთვის, რომ საერთო ძალისხმევით, საერთო პროექტებით, ჩვენი საერთო დერეფანი გახდეს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, არა ალტერნატიული, არამედ მთავარი სატრანსპორტო რგოლი - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად განვაგრძოთ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან.

"განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი - უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები გამოიღო. გასულ წელს 33%-ით გაიზარდა ტვირთნაკადის ბრუნვა და ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და მომართული, რომ მიმდინარე წელიც იქნება მორიგი წარმატების წელი, რადგან ჩვენ განვაგრძობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას შუა დერეფნის პარტნიორ ქვეყნებთან იმისთვის, რომ საერთო ძალისხმევით, საერთო პროექტებით, საერთო ინიციატივებით ჩვენი საერთო დერეფანი გახდეს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, არა ალტერნატიული, არამედ მთავარი სატრანსპორტო რგოლი", - განაცხადა მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შუა დერეფანი არის სტრატეგიული, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დერეფანი და უაღესად მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები წარმატებით განხორციელდეს - შოთა ბერეკაშილი

10.09.2026.11:44

შუა დერეფანი არის სტრატეგიული, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დერეფანი და უაღესად მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები წარმატებით განხორციელდეს, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.

„შუა დერეფანი არის სტრატეგიული, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დერეფანი და უაღესად მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები წარმატებით განხორციელდეს ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ დაფინანსების მოდელს”, - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, სასესხო შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი 250 მილიონი დოლარი თბილისის შემოვლითი გზის მე-4 და მე-5 ლოტების მშენებლობას მოხმარდება.

მისი ინფორმაციით, გზის მონაკვეთის პირველი სამი ლოტის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. უშუალოდ გზის მშენებლობის დაწყება მომავალი წლისთვის იგეგმება.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა მნიშვნელოვანი პროექტია და მისი განხორციელება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს შეუწყობს ხელს.

სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ გააცნო.

მისი განცხადებით, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ გამოყოფილი 324.7 მილიონი ევრო ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, კერძოდ: სესხის ერთი ნაწილი - 166.7 მილიონი ევრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, 158 მილიონი ევრო კი საგზაო ინფრასტრუქტურის კომპონენტებს. საუბარია კახეთის რეგიონში განსახორციელებელ სამ სხვადასხვა პროექტზე - საავტომობილო გზების, ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობაზე.
„2020 წლის 31 ივლისის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმების N2 ცვლილების შეთანხმება“ სესხის თანხის ჩარიცხვის ვადების გახანგრძლივებას ითვალისწინებს, რომელზეც კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, სესხის თანხა უცვლელი რჩება, თუმცა N2 ცვლილების თანახმად, სესხის ჩარიცხვის საბოლოო ვადა 2026 წლის 30 ივნისიდან 2 წლით, 2028 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდა.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა.

გარდა ამისა, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს, გოგიტა თოდრაძეს მოუსმინეს, რომელმაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2025 წლის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმებების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს, წარმოდგენილი ანგარიშები კი დადებითად შეაფასეს და ცნობად მიიღეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა