სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი დამტკიცდა - დეტალები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი დამტკიცდა. დოკუმენტი სამეწარმეო ვენახის გაშენებასა და აღდგენა-განახლებასთან დაკავშირებულ პრინციპებს და პირობებს განსაზღვრავს.
სააგენტოს ინფორმაციით, სამეწარმეო ვენახის გაშენება მოიცავს დაგეგმვას, ჯიშებისა და საძირეების შერჩევას, ნიადაგის მომზადებას, ნერგების დარგვას და ვენახის მოვლისა და განვითარებისთვის საჭირო სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ვენახის შესაბამის პროდუქტიულობას.
„სამეწარმეო ვენახის აღდგენა/განახლება მოიცავს არსებული ვაზის არანაკლებ 50%-ის გამორგვა-ჩანაცვლებას; ასევე გახშირებას, გადამყნობას სხვა ჯიშებით;
თანხმობის მიღებისათვის განმცხადებელმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს სამეწარმეო ვენახის გაშენების წესით განსაზღვრული დოკუმენტაცია. (https://wine.gov.ge/Ge/Files/Download/15604)
სააგენტო უფლებამოსილია სამეწარმეო ვენახის გაშენების თაობაზე არ გასცეს თანხმობა, თუ განმცხადებელი ვერ წარადგენს ამ წესით განსაზღვრულ სრულ დოკუმენტაციას ან წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ წესის დადგენილ მოთხოვნებს
„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი ხარისხის ღვინის წარდგენა, რომელიც იწარმოება მაღალი ხარისხის ყურძნისგან“, - აცხადებენ სააგენტოში.
სხვა სიახლეები
სტაჟირების პროგრამაზე მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის მიმზიდველია საჯარო სამსახურში დასაქმება - ვახტანგ ცინცაძე
13.08.2026.17:21
„სტაჟირების სამთავრობო პროგრამა პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, აიმაღლონ ცოდნა, შეიძინონ ახალი გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, საჯარო სამსახურში დასაქმდნენ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, სტაჟირების პროგრამაზე მომართვიანობა ჩვეულებრივ საკმაოდ მაღალია. ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების კუსდამთავრებულებისთვის მიმზიდველია საჯარო სამსახურში დასაქმება.
„აღნიშნული საკითხი, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია საჯარო სექტორისთვისაც, რადგან მისი საქმიანობა უშუალოდ ქვეყნის საზოგადოებრივ ინტერესებს და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას ემსახურება. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი როგორც სტუდენტების, ისე კურსდამთავრებულების ცოდნისა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას და შევქმნათ შესაძლებლობები მათი საჯარო სამსახურში დასაქმებისა და პროფესიული რეალიზაციისთვის", – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.