მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7165.4
-0.0065
flag
AZN 1.544
-0.0001
flag
CNY 38.846
-0.002
flag
EUR 3.0219
-0.002
flag
GBP 3.5284
-0.0039
flag
KZT 55.56
0.0026
flag
TRY 0.0552
0
flag
USD 2.6239
-0.001
news banner

გავაგრძელებთ ბეტონის ქარხნებში ინვესტიციებს მთელი საქართველოს მასშტაბით - ირაკლი რუხაძე

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსია „სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე” გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: რევაზ სოხაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი; შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; დავით ჯუღაშვილი, „ჰანიველ ცემენტის“ გენერალური დირექტორი; გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის" გენერალური დირექტორი; ირაკლი კვერღელიძე - „ორბი ჯგუფის” გენერალური დირექტორი; ირაკლი გიორგობიანი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) აღმასრულებელი დირექტორი.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

,,ჩვენ როგორც „ჰანიველ ცემენტი“ მუდმივად ვზრუნავთ ხარისხზე, ჩვენ ვართ ინოვატორები არამარტო საქართველოში, არამედ ვმუშაობთ პატენტებზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველი იქნება ინოვაციებში, ეს ჩვენს პროდუქციას აუმჯობესებს, როგორც დანახარჯების მხრივ ანუ უფრო იაფს ხდის მას, ასევე ხარისხის მხრივაც. ასე რომ ჩვენ ამაზე მუდმივად ვფიქრობთ და მუდმივად ვმუშაობთ. ახლა, ცოტა ხნის წინ გამოვაცხადეთ, რომ განვახორციელებთ საკმაოდ დიდ ინვესტიციას, 70 მილიონიან ინვესტიციას ვაკეთებთ, რომ დავამატოთ კიდევ კლინკერის წარმოება, პირველადი პროდუქტი ცემენტისთვის და შემდეგში უკვე ბეტონისთვის და ასევე, ვაგრძელებთ ინვესტიციებს ცემენტის საფქვავებში და ამას გადავანაწილებთ უფრო კარგად მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ უფრო კარგად მოვემსახუროთ ჩვენს კლიენტებს და ასევე, გავაგრძელებთ ბეტონის ქარხნებში ინვესტიციასაც, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ უკეთესად მოვემსახუროთ ჩვენს კლიენტებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რაც მოვისმინეთ რომ გააგრძელებენ იმ პროექტებს, რომელსაც აკეთებდნენ და მნიშვნელოვანი ეს სწრაფად მოხდეს. მესმის რომ ბევრი პრობლემა დახვდათ იქ და დღეს ძალიან კარგად აგვიხსნა მინისტმა რა პრობლემებს ეჭიდებიან ისინი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს პრობლემები დროულად გადაწყდეს და გაგრძელდეს ინფრასტრუქტურის მშენებლობა იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა არის ის, რაც გვაძლევს საშუალებას თითქმის მთელ დანარჩენ ეკონომიკასთან ნორმალურად ვიმუშაოთ იქნება ეს  გზა თუ აეროპორტი თუ რაღა ამდაგვარი და მესამე მინდა ვთქვა რომ ძაან მნიშვნელოვანია ჩვენ ვისწავლოთ ფულის შემოტანა საქართველოში. სამშენებლო დარგს ეხებოდა ეს კონფერენცია და დავამატებ, რომ თუ ჩვენ დღეს ვაშენებთ უძრავ ქონებას და ვეძახით უძრავ ქონებას ეს არის რესტორნები, სასტუმროები, ბინები და ეს არის ძირითადი ბირთვი კერძო სექტორი როგორ მონაწილეობს მშენებლობაში და  დეველოპენტში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვისწავლოთ პორტების, ჰიდროელექტროსადგურების, დატა ცენტრების და ესეთი სამშენებლო პროექტების კეთება, რომლებსაც ბევრად უფრო მეტი ფული ჭირდება მაგრამ ასევე ბევრად უფრო მეტ ღირებულებას შექმნიან ამ ქვეყნისთვის, სადაც საქართველოს  აქვს სამივე რაც მე დავასახელე წარმოდგენილი უპირატესობა თავისი მდებარეობით, თავისი მაღალმთიანი კლიმატის და 26 000 მდინარის გამო, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს არის სიმდიდრე, რაც ამ  ქვეყანას აქვს ამიტომ უნდა ვისწავლოთ  როგორ შემოვიტანოთ კერძო ფული რომ ამ კერძო ფულით დიდი პროექტები ვაკეთოთ”, განაცხადა კომპანია „ჰანიველ პარტნერსის“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ.

დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სებ-ის ინტერაქტიულ სტატისტიკას საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების რეპორტი დაემატა

05.08.2026.13:44

საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერაქტიულ სტატისტიკას  საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების მონაცემები დაემატა. აღნიშნული სტატისტიკა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის“ კატეგორიაში განთავსდა და მოიცავს ქართული კომპანიებისა (მათ შორის სახელმწიფო საწარმოების) და მათი მფლობელი სუბიექტების მიერ საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების შესახებ ინფორმაციას. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაცემები დაამუშაონ და გააანალიზონ სხვადასხვა ჭრილში, მათ შორის ვალუტის, ვადიანობის, ეკონომიკური სექტორისა და სხვა პარამეტრების მიხედვით.

მონაცემები  ყოველთვიურად განახლდება და ხელმისაწვდომი იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესწავლისა და ანალიზის პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს -  ემიტენტებს, საბროკერო კომპანიებს და ინვესტორებს.  ასევე ანალიტიკოსებს, სტუდენტებს, მკვლევარებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. 

ამჟამად, ინტერაქტიული სტატისტიკა მოიცავს ობლიგაციების ბაზრის შემდეგ სეგმენტებს:

  • საქართველოს ობლიგაციების ბაზარზე საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციები;
  • საქართველოს ობლიგაციების ბაზარზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (სსი) მიერ კერძო და საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული  ობლიგაციები;
  • ქართული კომპანიებისა და მათი მშობელი კომპანიების მიერ საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციები.

სამომავლოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს ინტერაქტიული სტატისტიკის პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სტატისტიკის გაფართოებას.

ინტერაქტიული სტატისტიკა ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა