მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გეგმაზომიერი პოლიტიკის შედეგად ტვირთების გადაზიდვების ტრენდი მზარდია და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას პროპორციულად მიჰყვება - გურამ გურამიშვილი ტრანზიტზე

news image
mbc image

შუა დერეფნის გავლით ტვირთების ზრდა პირდაპირ აისახება საქართველოს გავლით ტვირთების ზრდაზე.

როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, 2024 წლის ხუთი თვის სტატისტიკით საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით 5%-იანი ზრდა ფიქსირდება. 

„მიმდინარე წელ საკმაოდ დადებითი ტენდენციით დაიწყო. იანვარ-მაისში საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით  ზრდა გაქვს და მან 11,3 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5%-ით აღემატება.

საერთაშორისო გადაზიდვების ნაწილში მნიშვნელოვანია ტრანზიტის როლი და წელს უკვე გაქვს 7 მლნ ტონა, რაც შარშანდელ მაჩვენებლებს 5,8%-ით აჭარებს. რაც შეეხება პორტებში გადაზიდული ტვირთების რაოდენობას, გადამუშავებული ტვირთების მიმართულებითაც ზრდაა და 5,6 მლნ ტონა შეადგინა, რაც 7,3%ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან. თუმცა კონტეინერებში შარშან გვქონდა კოლოსალური ზრდა. დამოუკიდებელი  საქართველოს ისტორიაში 47%-იანი ზრდა არასოდეს ყოფილა და 701 მლნ TEU შეადგინა.

წელს ანალოგიურ ტრენდს ვინარჩუნებთ, ყოველ შემთხვევაში დიდი ალბათობით შარშანდელი მაჩვენებლების განმეორება დაფიქსირდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გურამ გურამიშვილის განმარტებითვე, გადაზიდვების ტრენდი მზარდია და სასიხარულოა, რომ ეს ზრდა არის არის ნახტომისებური და არის გამიზნული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ქვეყნის მთავრობა და სატრანსპორტო ამოცანების შესასრულებლად კერძო კომპანიები ასრულებენ.

„გეგმაზომიერი, დაგეგმილი პოლიტიკის შედეგად არის გონივრული ზრდა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას პროპორციულად მიჰყვება. რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურული კომპონენტი მნიშვნელოვანია და როგორც იცით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ჩვენი საგზაო რუკის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია ჩვენს პარტნიორებთან. ამ მხრივ გამოვყოფდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს“, - ამბობს გურამ გურამიშვილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა