მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.1
-0.0029
flag
AZN 1.527
-0.0002
flag
CNY 38.917
0.0026
flag
EUR 2.9145
-0.0053
flag
GBP 3.4935
-0.0056
flag
KZT 57.64
0.0022
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5955
-0.0003
news banner

გეგმურად მივყვებით პროექტის გრაფიკს - მიმდინარეობს მზადება 1380მ სიგრძის ტალღმტეხის მოსაწყობად, რომელიც წლიურ ჭრილში 95 %-ით უზრუნველყოფს ნავსადგურში დიდი გემების მიღება-მომსახურებას l კომპანია Jan De Nul N.V. - ის პროექტის დირექტორი

news image
mbc image

ანაკლიის ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ვიწყებთ. ამჟამად მიმდინარეობს მზადება ტალღმტეხის მოსაწყობად, - განაცხადა კომპანია Jan De Nul N.V.- ის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა, რომელმაც, ქართველ პარტნიორებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს ანაკლიის ნავსადგურში მიმდინარე სამუშაოები გააცნო.

მისი თქმით, კომპანია გეგმურად მიჰყვება პროექტის გრაფიკს და ფსკერის დაღრმავების სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„ტალღმტეხის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საზღვაო ინფრასტრუქტურის მთლიანი პროექტი დასრულდება,“ - აღნიშნა კომპანია Jan De Nul N.V.- ის პროექტის დირექტორმა.

ერიკ ბეიტსის შეფასებით, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ Jan De Nul N.V.- ისთვის, ისე საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით. მისი თქმით, ტალღმტეხის მთლიანი სიგრძე 1380 მეტრია, ის წლიურ ჭრილში 95 %-ით ნავსადგურის ღიაობას უზრუნველყოფს და დიდი გემების მიღება - მომსახურებას შეძლებს.

„რაც შეეხება დაღრმავების სამუშაოებს, ჯამში თითქმის 6 მილიონი კუბური მეტრი გრუნტის ამოღებაა დაგეგმილი, რაც კომპანია Jan De Nul N.V.- ისთვის საკმაოდ მასშტაბური პროექტია,“ - აღნიშნა ერიკ ბეიტსმა.

Jan De Nul N.V. ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულში!“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავების და ტალღამტეხის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 25 ნოემბერს, ზუგდიდში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება „ბიზნესის დღე“

05.11.2026.16:10

25 ნოემბერს, ზუგდიდში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება „ბიზნესის დღე“.

ღონისძიება გააერთიანებს ადგილობრივ მეწარმეებს, შექმნის ახალ საქმიან კავშირებსა და წარმოაჩენს რეგიონის ბიზნესპოტენციალს.

გაიარეთ რეგისტრაცია და გახდით „ბიზნესის დღის“ მონაწილე. განაცხადის ფორმა და დღის წესრიგი იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://events.gedc.ge/

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა