მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გენადი არველაძემ ბრიტანეთთან სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში არსებული ვაჭრობის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში არსებული ვაჭრობის კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრაში, რომელიც ქალაქ ლონდონში გაიმართა. 

„გაერთიანებული სამეფო საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია. ამდენად, ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ძალზე პრიორიტეტულია. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ვაჭრობის დამატებითი ხელშეწყობის საკითხი და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით შევძლებთ, პროგრესის მიღწევას. ასევე ვხედავთ საქართველოში ბრიტანეთიდან უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობას, რის შესახებაც საუბარი წარიმართა ბრიტანელ კოლეგებთან შეხვედრისას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

გენადი არველაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე გაცვალეს ინფორმაცია ორმხრივ ვაჭრობაში არსებულ გამოწვევებზე, შეთანხმების ფარგლებში არსებული ქვეკომიტეტების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე. „ჩვენ ასევე განვიხილეთ ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ბრიტანეთის ბაზარზე დაშვებასა და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის წახალისებას, ქართველი ექსპორტიორების და საექსპორტო პროდუქციის ბრიტანეთის ბაზარზე დაშვების გამარტივებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.    

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული შეთანხმება მოიცავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს როგორც სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ხელშეწყობას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. ასევე აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ფარგლებში ბრიტანეთში ისევე როგორც ევროკავშირში შესაძლებელია ზოგიერთი ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის, მათ შორის თაფლის ექსპორტი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა