მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გენერაციის ახალი ობიექტები თუ არ აშენდა, იმპორტის ხარჯზე მოგვიწევს ენერგიაზე მზარდი მოხმარების შევსება - გიორგი აბრამიშვილი

news image
mbc image

სამთავრობო პროგრამის „მდგრადი განვითარების“ მიზნების თანახმად, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის  (ჰიდრო, გეოთერმული და მზის, ბიოსაწვავი და ნარჩენები) წილი, 2023 წლისთვის დაახლოებით 30%-ს დაიკავებს. 2015 წლის მაჩვენებლებით კი სხვადასხვა ენერგიებს შორის განახლებადი ენერგიის წილი დაახლოებით 26.76 %-ს შეადგენდა. 

Business Insider Georgia დაინტერესდა მოსწრებადია თუ არა სამიზნე 30%--ი და ზოგადად რა ვითარებაა დღეს განახლებადი ენერგეტიკის სექტორში.

როგორც  საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, მისი „ოპტიმისტური გათვლებით მოსწრებადია, თუ მოვინდომებთ“.

„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ წლიდან წლამდე მოხმარებაც იზრდება. 2015 წელთან შედარებით მოხმარება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ყოველწლიურად მოხმარების ზრდა იყო 5%-იანი, თუმცა ბოლო 2 წელია უკვე 10%-იანი ზრდა გვაქვს.

ერთის მხრივ მოხმარება კი სწრაფად იზრდება, მაგრამ მეორეს მხრივ გენერაციის ობიექტები ვერ ეწევა. ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი 2010 წლიდან და სადაც ვნახეთ, რომ 1400 მგვტ-ით გაიზარდა მოხმარება, მაგრამ სულ რაღაც 700 მგვტ-მდე შეიქმნა გენერაციის ობიექტები. ანუ კიდევ 700 მგვტ-ით გაიზარდა ე.წ. გეფი მოხმარებასა და გენერაციას შორის, რაც უკვე მანამდე იყო. 
თუ კი მალე არ მოხდება ჩანაცვლება გენერაციის ახალი ობიექტების, მინიმუმ იმპორტის ხარჯზე მოგვიწევს ამ მოხმარების შევსება. 

მეორეს მხრივ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი. ალბათ ჰიდროში ჩვენი პოტენციალის მხოლოდ 20%-ი გვაქვს ათვისებული და 80%-ი კიდე ასათვისებელია. მზეში საეროდ არ გაქვს დიდი სადგური და ქარისაც მხოლოდ ერთი სადგური გაქვს. შესაბამისად გვაქვს დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ ავითვისოთ განახლებადი ენერგიების წყაროები“, - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

მისივე თქმით, განახლებად ენერგიებზე მოთხოვნა მსოფლიოში მზარდია და ასევე იქნება საქართველოშიც.

„მე ვფიქრობ, რომ იმ პოტენციალით რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ყველაფერი მოსწრებადია. თუ კი რაიმეში ვართ „წილხვედრი“ ეს ამ ნაწილშია, რადგანაც ამდენი განახლებადი რესურსი გვაქვს და ამის არ გამოყენება ღალატის ტოლფასია. ამას ემატება ის, რომ ევროპას ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს განახლებად ენერგიაზე.

2023 წლის ოქტომბერში შემოდის ახალი კანონი ევროკავშირში, სადაც ნებისმიერი ნივთის წარმოება თუ არ არის განახლებადი ენერგიებით წარმოებული და ე,წ. ნახშირბადული კვალი მოსდევს დამატებითი გადასახადი ემატება. შესაბამისად ევროპაში ისედაც მაღალი იყო მოთხოვნა განახლებად ენერგიებზე და ამიერიდან კიდევ უფრო გაიზრდება და ეს შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის მთავარ საექსპორტო პოტენციალად იქცეს“,- აცხადებს აბრამიშვილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა