მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

Georgia Capital 2026 წლის მესამე კვარტლისა და 9 თვის ფინანსურ შედეგებს 28 ოქტომბერს გამოაქვეყნებს

news image
mbc image

Georgia Capital PLC 2026 წლის მესამე კვარტლისა და ცხრა თვის ფინანსურ შედეგებს 28 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. კომპანიის ინფორმაციით, ფინანსური ანგარიშგება ლონდონის დროით 07:00 საათზე, თბილისის დროით 11:00 საათზე გამოქვეყნდება.

ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.georgiacapital.ge.

ამასთან, 28 ოქტომბერს კომპანია ინვესტორებისა და ანალიტიკოსებისთვის ვებინარს გამართავს, რომელიც დიდი ბრიტანეთის დროით 14:00 საათზე, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ვებინარი 60 წუთს გაგრძელდება. შეხვედრის პირველი 30 წუთი კომპანიის საქმიანობისა და ფინანსური შედეგების მიმოხილვას დაეთმობა, ხოლო დარჩენილი 30 წუთის განმავლობაში კითხვა-პასუხის სესია გაიმართება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image S&P Global Ratings-მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო შეფასება გააუმჯობესა

19.10.2026.13:22

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა სს „საქართველოს რკინიგზის“ დამოუკიდებელი საკრედიტო პროფილი (SACP) ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად 'b'-დან 'b+'-მდე გააუმჯობესა. ამასთან, კომპანიის გრძელვადიანი სარეიტინგო პერსპექტივა (Outlook) „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეიცვალა.

სააგენტოს შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგის ზრდა რამდენიმე სტრატეგიული ფაქტორმა განაპირობა.

სარეიტინგო სააგენტო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კომპანიის მოდერნიზაციასა და გაზრდილ გამტარუნარიანობაზე და აღნიშნავს, რომ მთავარი მაგისტრალის მასშტაბურმა ინფრასტრუქტურულმა განახლებამ კომპანიის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა გაზარდა და ტრანზიტის დრო მნიშვნელოვნად შეამცირა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში სს „საქართველოს რკინიგზის” ტვირთბრუნვა 10%-ით (6.9 მლნ ტონამდე) გაიზარდა, შედეგად, შემოსავლების ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის ფონზე, 2026 წლის პირველ ნახევარში ტვირთბრუნვა 10%-ით (6.9 მლნ ტონამდე) გაიზარდა, ხოლო 2026 წლის მოსალოდნელი საოპერაციო მოგების (EBITDA) მარჟამ კი 40%-ს მიაღწია.

S&P Global Ratings-ი ასევე გამოყოფს კომპანიის ჯანსაღ ფინანსურ სტრუქტურას და აღნიშნავს, რომ სს “საქართველოს რკინიგზაში” მიმდინარე განახლებები უზრუნველყოფს ვალის ტვირთის შემცირებას. კერძოდ, ოპერაციებიდან მიღებული სახსრების (FFO) ვალთან შეფარდება 2026-2027 წლებში 16-17%-მდე გაიზრდება (2025 წლის 10%-თან შედარებით).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა