Georgia Capital-მა 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა დაიწყო - დეტალები
Georgia Capital-ი აცხადებს, რომ გამოცხადებული 60 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის დასრულების შემდეგ, კომპანიამ ახალი, 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა დაიწყო. პროგრამა 6-დან 9 თვემდე პერიოდის განმავლობაში იმოქმედებს. აქციების შესყიდვა ღია ბაზარზე განხორციელდება, ხოლო სახაზინო აქციების გაუქმება ყოველკვირეულად მოხდება. აქციების გამოსყიდვის მიზანია კომპანიის სააქციო კაპიტალის შემცირება.
პროგრამა წარმოადგენს კომპანიის მიერ 2026 წლის 4 აგვისტოს გამოცხადებული 1 მილიარდი ლარის მოცულობის კაპიტალის განაწილების პროგრამის პირველ ეტაპს. აღნიშნული პროგრამა 2029 წლის ბოლომდე გაგრძელდება და ითვალისწინებს კაპიტალის აქციონერებისთვის დაბრუნებას აქციების გამოსყიდვის, ხოლო პოტენციურად - დივიდენდების სახით, ასევე ბიზნესში ინვესტირებას საქართველოში და სომხეთში.
კომპანია აქციების გამოსყიდვის ნებისმიერი ოპერაციის დასრულების შემდეგ, შესაბამის ინფორმაციას დამატებითი განცხადებების სახით, სათანადო ვადებში გაავრცელებს.
სხვა სიახლეები
2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე - Galt & Taggart
01.10.2026.15:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.