Georgian Wings-მა თბილისი-კიშინაუს მიმართულებით საინაუგურაციო ფრენა შეასრულა
20 თებერვალს, ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მოლდოვას, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი, რეგულარული ფრენა შეასრულა. Georgian Wings-ის საჰაერო ხომალდის დაშვებას, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტი საზეიმო ვითარებაში ტრადიციულად წყლის თაღით დახვდა. პირველი რეგულარული ფრენის ღონისძიება, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ვითარებაში წარიმართა. მგზავრთა დახვედრა მოლდოვური ტრადიციების შესაბამისად მოხდა, ხოლო მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პირველი ფრენის რეგისტრაცია კიშინაუ-თბილისის მიმართულებით, ქართული ტრადიციული მუსიკისა და აქტივობების ფონზე მიმდინარეობდა. ღონისძიებას, როგორც Georgian Wings-ის ხელმძღვანელი, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის და Georgian Wings-ის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Georgian Wings-ის პრეზიდენტის ბატონი შალვა კიკნაძის განცხადებით ,, ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი იწყებს ახალ მიმართულებას თბილისი-კიშინაუ-თბილისი კვირაში 2 სიხშირით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული კიშინაუს მიმართულებით ფრენების დაწყების თაობაზე, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, აღნიშნული ფრენა უფრო დააახლოებს საქართველოსა და მოლდოვეთს და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ზრდას“. ღონისძიების დასრულების შემდგომ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, აღნიშნული საჰაერო მიმოსვლის დანიშვნის მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ,,დღეს სასიხარულო დღე გვაქვს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Wings-მა დაიწყო პირდაპირი რეისების განხორციელება კიშინაუს მიმართულებით. რეისები იქნება კვირაში ორჯერ და არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ჩვენი კულტურა ჩვენი ქვეყანა უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენს მოლდოველ მეგობრებს. საკმაოდ აქტიური ტურისტები არიან მოლდოველები, ამიტომ დიდი იმედი მაქვს ძალიან სწრაფად ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება გახდება საქართველო“.- განაცხადა ლევან დიასამიძემ- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მოლდოვას რესპუბლიკაში. Georgian Wings-ი დღეიდან ფრენებს თბილისი-კიშინაუ-თბილისის მიმართულებით, ყოველ სამშაბთს და შაბათ დღეს, რეგულარულად კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826