მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ღია და ლიბერალური პოლიტიკით ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა - გენადი არველაძე

news image
mbc image

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე - „ვაჭრობა მომავლისთვის", ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალურ კურსზე და პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. გენადი არველაძის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქვეყნებთან ვაჭრობის გაუმჯობესების და ლიბერალიზაციის თვალსაზრისით.
„უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, გლობალურად იყო რამდენიმე კრიზისი, მათ შორის რეცესია. რეცესიის შემდეგომ, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების მისაღწევად,  ერთ-ერთი მიზანი იყო ბარიერების ჩამოშლა, რომ უფრო მეტად  გაზრდილიყო წარმოება, გაზრდილიყო ინვესტირება, გაზრდილიყო სტაბილურობა, რომ შემდგარიყო კარგი სავაჭრო ურთიერთობები სხვადასხვა პარტნიორთან. ამ თვალსაზრისით, საქართველო ასრულებს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად ლიბერალური პოლიტიკა. საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფი გლობალურ ჭრილში. აღნიშნული მნიშვნელოვანი მახასიათებელია ჩვენი პარტნიორებისა თუ იმპორტიორებისათვის",- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
თავის გამოსვლაში, გენადი არველაძემ ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების კუთხით მიღწეულ შედეგებზე და ხაზი გაუსვა აღნიშნული შეთანხმებების როლს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნების კუთხით. მისი თქმით, უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში, საქართველო ცდილობს შექმნას და შეიმუშავოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები რეგიონის სხვადასხვა ქვეყანასთან. ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, თურქეთთან, ასევე, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკონომიკასთან - ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, გაერთიანებულ სამეფოსთან.
„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების თვალსაზრისით. სულ ახლახან, ასეთ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანასთან. სპარსეთის ყურე წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონს ჩვენთვის და ერთ-ერთი უკანასკნელი შეთანხმება სწორედ ხელმოწერილია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან. ღია და ლიბერალური პოლიტიკის ქონით, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა და ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თავისთავად, ექსპორტია. ლიბერალური ვაჭრობა კი ყოველთვის ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას გლობალურად, ამიტომაც შევძელით უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიის შემდეგ შეგვენარჩუნებინა ორნიშნა ზრდა",- აღნიშნა გენადი არველაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომელიც ამავე დროს არის „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელი, ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის დიალოგის გაღრმავების კუთხით. „აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 2015 წლიდან არსებობს, უზრუნველყოფს პლატფორმას, რომელმაც პირველივე დღეებიდან ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის დიალოგს და რეგიონალურ დაკავშირებას", - განაცხადა მან პანელურ დისკუსიაზე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა