მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161
-0.0028
flag
AZN 1.5426
-0.0004
flag
CNY 38.849
-0.0005
flag
EUR 3.0264
0.0004
flag
GBP 3.5296
-0.0019
flag
KZT 56.04
0.0019
flag
TRY 0.0551
0
flag
USD 2.6223
-0.0006
news banner

გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდება - IMF-ის ხელმძღვანელი

news image
mbc image

გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდება - განაცხადა IMF-ის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ. 

,,მდგრადი მსოფლიო ეკონომიკა კვლავ დადგა გამოწვევის წინაშე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე, ამჟამად შეჩერებული ომის გამო. კონფლიქტმა მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი სირთულეები გამოიწვია.

როდესაც მომავალ კვირას მინისტრებსა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს მივესალმებით საგაზაფხულო შეხვედრებზე, ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება, როგორ გავუმკლავდეთ ამ ახალ შოკს და როგორ შევამსუბუქოთ მისი გავლენა ეკონომიკებსა და მოსახლეობაზე.

ამისთვის აუცილებელია გავიგოთ შოკის ბუნება, ის არხები, რომლებითაც იგი მოქმედებს ეკონომიკაზე, მისი მასშტაბი და ის პოლიტიკა, რომელიც ამ გავლენის შემსუბუქებას შეძლებს.

რა მოხდა? მივიღეთ მიწოდების შოკი, რომელიც არის:

  • დიდი - მსოფლიოში ნავთობის ყოველდღიური მიწოდება დაახლოებით 13%-ით შემცირდა, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდება დაახლოებით 20%-ით;
  • გლობალური - ახლა ყველა ვიხდით უფრო მაღალ ფასს ენერგიაზე და მიწოდების ჯაჭვები დარღვეულია მთელ მსოფლიოში;
  • ასიმეტრიული - მისი გავლენა დამოკიდებულია კონფლიქტთან სიახლოვეზე, იმაზე, არის ქვეყანა ენერგიის ექსპორტიორი თუ იმპორტიორი, და რა პოლიტიკის რესურსები აქვს.

როგორც ყოველთვის, ნეგატიური მიწოდების შოკი ფასების ზრდას იწვევს. მაგალითად, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა დაახლოებით 72 დოლარიდან ბარელზე კონფლიქტის დაწყებამდე, მაქსიმუმ 120 დოლარამდე. საბედნიეროდ, ნავთობის ფასები შემცირდა, თუმცა კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება ომამდელ დონეს  და ბევრ ქვეყანას კვლავ მაღალი პრემიის გადახდა უწევს საჭირო რესურსებზე წვდომისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება ეკუთვნით წყნარი ოკეანის კუნძულოვან ქვეყნებს, რომლებიც გრძელი მიწოდების ჯაჭვის ბოლოს მდებარეობენ და ახლა ფიქრობენ, მიაღწევს თუ არა მათამდე საწვავი ასეთი სერიოზული შეფერხების პირობებში", - განმარტა IMF-ის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები $7.5 მილიარდს აჭარბებს

07.08.2026.11:51

2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 7.53 მლრდ აშშ დოლარს, მიაღწია. თვის ჭრილში საერთაშორისო რეზერვები 404.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. მიმდინარე შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA Metric) 118.7 პროცენტს შეადგენს.

საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას ახორციელებს და 2026 იანვარ-ივნისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2,078.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, 2026 წლის ივლისის წმინდა შესყიდვების სტატისტიკა 25 აგვისტოს გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაცია გააკეთა და ოქროში პირველი ინვესტიციები განახორციელა, რაც ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. მას შემდგომ, ოქროს აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც დამატებით გაზარდა მთლიანი საერთაშორისო რეზერვი. 2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 13.5 პროცენტს (1,014.1 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა