გლობალური ცენტრალური ბანკები სულ უფრო მეტად ფოკუსირდებიან ენერგომატარებლების გაძვირებით გამოწვეულ საფასო წნეხზე - TBC Capital
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,მაკრო, ნედლეულისა და სავალუტო ბაზრების მიმოხილვა“-ს აქვეყნებს.
,კონფლიქტის ფონზე, გლობალური მონეტარული პოლიტიკა უფრო ხისტი გახდა. გლობალური ცენტრალური ბანკები სულ უფრო მეტად ფოკუსირდებიან ენერგომატარებლების გაძვირებით გამოწვეულ საფასო წნეხზე. საერთო ჯამში, წამყვან ეკონომიკებში განაკვეთების შემცირების ალბათობა საგრძნობლად დაეცა.
გლობალური მაკრომონაცემები არაერთგვაროვან, თუმცა სულ უფრო მყიფე სურათს ასახავს. აშშ-ის ეკონომიკა, მყარი მოხმარებისა და მომსახურების სექტორის წყალობით, მედეგობას ინარჩუნებს; დიდმა ბრიტანეთმა წელი სტაბილურად დაიწყო, თუმცა იქ სამომხმარებლო განწყობები უარესდება. მათგან განსხვავებით, ევროზონა ენერგეტიკული შოკისა და სტაგფლაციის რისკების წინაშე დგას, ჩინეთის ეკონომიკური აღდგენა ტალღოვანია, იაპონია კი სარგებელს კვლავ ძლიერი შიდა მოთხოვნისა და ხელფასების მატებისგან იღებს.
სასაქონლო და სავალუტო ბაზრებზე კვლავ უდიდეს გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი. ნავთობის ბაზარზე ჭარბი მიწოდება რეალურმა დეფიციტმა შეცვალა; ოქრო ინარჩუნებს პოზიციებს, როგორც გეოპოლიტიკური მზღვეველი, ხოლო ინდუსტრიული ლითონები მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებსა და შესუსტებულ მოთხოვნას შორის ბალანსირებს. სავალუტო ბაზარზე კი დოლარის გამყარების პერსპექტივა EUR/USD და GBP/USD წყვილებზე წნეხს აძლიერებს”, - წერს TBC Capital-ი.
სხვა სიახლეები
როგორია საქართველოსა და საფრანგეთის სავაჭრო ბრუნვა
29.05.2026.17:00
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსა და საფრანგეთის სავაჭრო ბრუნვამ 108 202.2 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკასთან 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
2026 წლის ოთხ თვეში საქართველომ საფრანგეთში 12 216.8 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაგზავნა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 15 824.8 ათასი დოლარის. კლება 23%-ია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთში ყიდის:
2026 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებით საქართველომ საფრანგჰეთიდან 95 985.4 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 96 875.9 ათასი დოლარის. კლება 1%-მდეა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთიდან ყიდულობს: