მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.9
0.0051
flag
AZN 1.5572
-0.0003
flag
CNY 38.926
0.0055
flag
EUR 3.0033
0.0007
flag
GBP 3.4853
0.0015
flag
KZT 54.56
0.0015
flag
TRY 0.0569
0
flag
USD 2.6468
-0.0005
news banner

Google-ის მხრიდანაც ძალიან დიდი ინტერესი ფიქსირდება - ავთანდილ კასრაძე

news image
mbc image

Google Street View-ის პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, საქართველო და Google-ი თანამშრომლობის გაფართოებაზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და საგანმანათლებლო რესურსების მიმართულებით მუშაობას გეგმავენ. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, Google-მა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის პროცესის ეფექტიანობა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა, ხოლო მხარეებმა შეთანხმება გამოთქვეს, რომ რუკების პროექტის წარმატება ახალი, უფრო ფართომასშტაბიანი ინიციატივების საფუძველი გახდეს.

„ნამდვილად, Google-ის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან სწრაფ ტემპებში უზრუნველყო ყველა საჭირო ინსტრუმენტის გადაცემა ამ პროცესის დროულად დასაწყებად. მათ აღნიშნეს, რომ სხვა არცერთ ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკა არ ჰქონიათ.

ჩვენი მესიჯიც სწორედ ის იყო, რომ ეს წარმატება ძალიან კარგი სიგნალი უნდა გახდეს Google-ისთვის, რათა ვითანამშრომლოთ არა მხოლოდ რუკების, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი ხელოვნური ინტელექტის სფეროში პარტნიორობაზე გავაკეთეთ, ვინაიდან Google-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენის მხარდაჭერის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ინსტრუმენტების გამოყენება საგანმანათლებლო თუ სხვადასხვა სამუშაო პროცესში.

გარდა ამისა, Google-ს აქვს უამრავი საგანმანათლებლო რესურსი, რომელთა ხელმისაწვდომობაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალზედ პრიორიტეტულია. საბოლოოდ, ჩვენ შევთანხმდით, რომ Google Maps-თან დაკავშირებული ეს წარმატებული თანამშრომლობა უფრო ფართომასშტაბიან, ახალ პარტნიორობაში გადაიზარდოს. ამ მიმართულებით Google-ის მხრიდანაც ძალიან დიდი ინტერესი ფიქსირდება“, - აღნიშნა კასრაძემ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი არის შენარჩუნებული მიმდინარე წელსაც - ირაკლი კობახიძე

26.06.2026.12:41

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ 2025 წელს გაიზარდა 7,5 პროცენტით. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3,9 მილიარდი დოლარით გასული ერთი წლის განმავლობაში, რაც არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი.

„რაც შეეხება უშუალოდ სამთავრობო პროგრამის ანგარიშს, ტრადიციულად დავიწყებ საუბრით ეკონომიკის შესახებ და პირველ რიგში, მინდა, წარმოგიდგინოთ ციფრები, ციფრები არის ის, რაც არ უყვართ ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად არ უყვართ, რადგან ციფრები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. არ სჭირდება ციფრებს განსაკუთრებული ანალიზი. შეიძლება გაგაკრიტიკონ ბევრი რამისთვის როდესაც ფეხბურთს თამაშობ, პასებში ჰქონდა ხარვეზები და ა.შ. თუმცა ტაბლოზე თუ არის ანგარიში 7:1 ამ კრიტიკას დიდი ფასი არ აქვს.

მე შემიძლია გითხრათ, რა ანგარიშით დასრულდა გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის. არა ჩვენთვის მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის სუბიექტურად, არამედ რა ანგარიშით დასრულდა ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორი იყო ქვეყნის წინსვლა და პროგრესი გასული ერთი წლის, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ 2025 წელს გაიზარდა 7,5 პროცენტით. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3,9 მილიარდი დოლარით გასული ერთი წლის განმავლობაში, რაც არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი.

პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენ დაგვხვდა ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და სულ რაღაც 5 წლის წინ, 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდზე ნაკლები. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული 5 წლის განმავლობაში ლარში ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდა, დოლარში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად მოვახერხეთ ლარის კურსის დასტაბილურება, გამყარება. შესაბამისად, გვაქვს ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები როგორც 5 წლის ჭრილში, ასევე გასული წლის განმავლობაში. დოლარში 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მილიარდი, ხოლო 2025 წელს გახდა 38,1, რაც ნიშნავს იმას, რომ დოლარში უფრო შთამბეჭდავია ჩვენი ზრდის მაჩვენებელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საშუალო ზრდა გასული 5 წლის განმავლობაში შეადგენდა 9,3 პროცენტს.

„რომ ავიღოთ იანვარ-აპრილის მონაცემები, ზრდამ შეადგინა წელს უკვე 8,2 პროცენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი არის შენარჩუნებული მიმდინარე წელსაც და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა