მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გრძელვადიან პერიოდში ალბათ დიდი გამოწვევა იქნება ხელოვნური ინტელექტი და დასაქმება - ლაშა ქავთარაძე

news image
mbc image

ბევრი კომპანია ხელოვნურ ინტელექტს ნერგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტიულობა იზრდება, - ამბობს რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე. მისივე თქმით, გარკვეულ დარგებში სამუშაო ძალის მისაზიდად ხელფასების ზრდა უწევთ. მისი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში ხელოვნური ინტელექტი და დასაქმება მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩება.

მისივე განმარტებით, მაკროდონეზე სამუშაო ძალის პრობლემა არ შეიმჩნევა, საკმარისია. თუმცა მიკროდონეზე, გარკვეულ სექტორებში, გვხვდება შემთხვევები, როდესაც მოთხოვნა მაღალია, ხოლო მიწოდება დაბალი.

„შესაბამისად, შემდგომ უხდებათ ის, რომ არ ჩერდება ხელფასების  ზრდის ტემპი. სწორედ ერთ-ერთი განმაპირობებელი ეს არის, რომ ზოგიერთ დარგში მაგალითად სტუმარ-მასპინძლობის დარგში არის დიდი მოთხოვნა, ასევე სამშენებლო სექტორში დიდი მოთხოვნაა სამუშაო ძალაზე. დეფიციტი არის შესაბამისად მათ, რომ მიიზიდონ  სამუშაო ძალა უწევთ ხელფასების ზრდის ტემპი ყოველწლიურად ჰქონდეთ მაღალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გაგრძელდება მომდევნო პერიოდებში, თუმცა არიან დარგები სადაც სამუშაო ძალა შეიძლება არ დასჭირდეთ იმდენი რამდენიც დღეს არის. ხელოვნური ინტელექტით იქნება განპირობებული. ბევრი კომპანია ხელოვნურ ინტელექტს ნერგავს რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტიულობა უფრო და უფრო იზრდება.  ინფორმაციისა და კომუნიკაციების დარგი ავიღოთ, შესაძლოა აქ დასაქმება შემცირდეს, მაგრამ მისი გამოშვება გაიზრდება იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის  დიდი ინტენსივობით დანერგვა ხდება ეს იქნება პროგრამირების კუთხით და ასე შემდეგ და ამაზე არის მოთხოვნა დღეს. უცხოეთიდან არის დიდი დაკვეთები და სწორედ ამ დაკვეთების ფონზე უწევს ამ დარგს, რომ გაზარდონ პროდუქტიულობა და რაც შეიძლება დიდი დოზით შემოიყვანონ ხელოვნური ინტელექტი. ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერიოდში ალბათ დიდი გამოწვევა იქნება ხელოვნური ინტელექტი და დასაქმება. ანუ ეკონომიკური ზრდა შესაძლოა იყოს მაღალი ბევრ ქვეყანას შეარჩუნებული, თუმცა სამუშაო ძალაზე მოთხოვნა არ იქნება  დიდი. ეს დილემა შეიძლება შეგვექმნას“, - განმარტავს ლაშა ქავთარაძე. 

აღნიშნულ თემაზე საურისას ქავთარაძემ ასევე აღნიშნა, რომ აქ ძირითადი განმსაზღვრელი იქნება განათლების სისტემა, ესა თუ ის დარგი რამდენად კვალიფიციურ კადრებს გამოუშვებს, რადგანაც ამ კვალიფიციურმა ხალხმა შემდეგ უნდა აითვისონ ხელოვნური ინტელექტი

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური საკითხი ეს არის, რომელიც რა თქმა უნდა შემდგომ განსაზღვრავს ჩვენს პოტენციურ დონესაც, ანუ პოტენციური დონე შეგვინარჩუნდება რაზეც ახლა შეფასებებს ვაკეთებთ, თუ შეიძლება ქვემოთ წამოვიდეს.  ამისი ძირითადი განმსაზღვრელი იქნება სწორედ განათლების სისტემა. აი ეს დარგი რამდენად კვალიფიციურ კადრებს გამოუშვებს. იმიტომ, რომ ამ კვალიფიციურმა ხალხმა შემდეგ უნდა აითვისონ ხელოვნური ინტელექტი. თუ აქ იქნება დაბალი დონე, შესაბამისად ათვისებაც ვერ იქნება, ანუ აქ კონკურენციას ჩვენ დავკარგავთ სხვა ქვეყნებთან შედარებით  ამიტომ არის, რომ ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური კადრები ყველა მიმართულებით, ჯერ-ჯერობით სანამ ხელოვნური ინტელექტი გარკვეულწილად გათანაბრდება. თუმცა ეს გრძელვადიანი პერსპექტივა არის“, - აცხადებს ქავთარაძე.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა