მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

G&T TRADER-ის ონლაინ პლატფორმაზე ვაჭრობის საკომისიო მკვეთრად შემცირდა

news image
mbc image

გალტ & თაგარტი, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მომხმარებელს, სწრაფად და მარტივად განახორციელონ ინვესტიციები, შეიძინონ წამყვანი კომპანიების აქციები და ჰქონდეთ წვდომა მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე.

 

მომხმარებლისთვის 45-ზე მეტ საერთაშორისო ბირჟასა და რეგიონულ, ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობის პროცესებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი G&T TRADER-ის ონლაინ პლატფორმაზე ვაჭრობისა და მომსახურების ტარიფები გაუმჯობესდა. კერძოდ, ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციებით ვაჭრობის მინიმალური საკომისიო $15-დან $5-მდე, ხოლო CFD-ის შემთხვევაში კი $20-დან $10-მდე შემცირდა.

 

შემცირებულ საკომისიოებთან ერთად, მომხმარებლის სურვილებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული მომსახურების შექმნის მიზნით, ახლახანს გალტ & თაგარტმა მომხმარებელს განახლებული G&T Trader-ის აპლიკაცია შესთავაზა. ძველ ვერსიასთან შედარებით კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული G&T Trader-ის პლატფორმა მომხმარებელს უსაფრთხოების დამატებითი ფუნქციონალით უზრუნველყოფს, რომლის მეშვეობითაც აპლიკაციაზე წვდომა შესაძლებელია როგორც სახის ამოცნობის სისტემის (Face ID), ასევე თითის ანაბეჭდის სენსორის გამოყენებით. კიდევ უფრო მეტად პერსონალიზებული გამოცდილების მისაღებად კი აპლიკაცია მომხმარებელს როგორც მუქი თემის (Dark Mode), ასევე თეთრი თემის (White Mode) ფუნქციას სთავაზობს.

 

ამასთან, ინფორმირებული გადაწყვეტილებების ხელშეწყობის მიზნით, G&T Trader მომხმარებელს აძლევს წვდომას ინვესტირების დამხმარე ინსტრუმენტებზე, მათ შორის:  Screener-ზე, Watchlist-ზე, Research-ის მოდულსა და სხვადასხვა ტექნიკური ანალიზისთვის საჭირო ინდიკატორსა და ხელსაწყოზე.

 

„გალტ & თაგარტი მუდმივად ცდილობს, შექმნას მომხმარებლისთვის კომფორტული, სწრაფი და ხელსაყრელი ინვესტირების გამოცდილება. ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ისეთი შეთავაზებების შექმნასა და პროდუქტების განვითარებაზე, რომელიც დაეხმარება მათ, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, განახორციელონ გონივრული ინვესტიცია და გახდნენ სხვადასხვა გლობალური ბრენდისა თუ დამწყები სტარტაპის აქციების მფლობელები. ვფიქრობთ, რომ ტარიფების შემცირებით, ერთი მხრივ, დავეხმარებით არსებულ მომხმარებლებს, განახორციელონ კიდევ უფრო მეტი ტრანზაქცია, მეორე მხრივ კი, უფრო მეტ ადამიანს მივცემთ შესაძლებლობას, G&T Trader-ის მეშვეობით, დაიწყონ საფონდო ბირჟაზე სხვადასხვა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა“, - აღნიშნავენ გალტ & თაგარტის გუნდში.

 

განახლებული ტარიფების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.

 

G&T Trader-ის აპლიკაციის ჩამოსატვირთად ან განსაახლებლად ეწვიეთ Apple App Store-ს და Google Play-ს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა