მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გურამ გურამიშვილმა საქართველოს მე-9 ინტერნეტ მმართველობის ფორუმში GeoIGF 2023 - ი მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების და  ამისთვის საჭირო სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა. ბოლო წლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ქვეყნის ციფრული სფეროს განვითარებაში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს გავლით, ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი ციფრული ჰაბის ფორმირების მიმართულებით, რაც ითვალისწინებს როგორც ფართოზოლოვანი სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებას შავი ზღვის გავლით, ასევე საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონალური „დატა ცენტების" ფორმირებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საქართველოს მე-9 ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF 2023 - ის გახსნაზე გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს ეგიდით მიმდინარე ისეთ აქტივობებზე, როგორიცაა სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტი; უნივერსალური მომსახურების რეგულაციების პროექტები; ციფრული ეკონომიკის განვითარების სტრატეგია; ელექტრონული კომერცია და სხვ. „ჩვენ დიდი ძალისხმევა გვაქვს მიმართული ევროკავშირის ციფრულ ერთიან ბაზართან საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით. ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, დაიწყო მუშაობა საქართველოს ევროკავშირის როუმინგულ რეგულაციებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების საკითხებზე. ეს კომპლექსური სამუშაო და პროცესია, რომელიც დარწმუნებული ვარ, წარმატებით ჩაივლის და მომავალში ჩვენი მოსახლეობა, ევროკავშირში ვიზიტისას ბევრად ხელმისაწვდომი ტარიფებით ისარგებლებს," - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.  

ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა. საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი აერთიანებს საქართველოს ინტერნეტ-მართველობის საკითხებით დაინტერესებული პირებს. წლევანდელი ფორუმის ორგანიზატორია მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და კომუნიკაციების კომისია, ხოლო მხარდამჭერები არიან  USAID,  ევროპის საბჭო, ინტერნეტ საზოგადოება (ISOC),  მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC), ასევე ლოკალური მხარდამჭერია ასოციაცია GRENA და საქართველოს ელექტრონული ვაჭრობის პალატა.

 


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა