მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გურამ გურამიშვილმა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენლებს დარგის განვითარების სტრატეგია წარუდგინა

news image
mbc image

საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების სტრატეგია და მისი ძირითადი მაჩვენებლები  განიხილეს დღეს ინვესტორთა საბჭოს ორგანიზებით მოწყობილ შეხვედრაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფისში გაიმართა, ასევე მონაწილეობდნენ აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ერეკლე კეჟერაშვილი, სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ალექსანდრა სულაძე, აგრეთვე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მსხვილი კომპანიების, პროფილური ბიზნეს ასოციაციებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის 2023 – 2030 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საჯარო განხილვებისა და პროფილურ ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად შეიმუშავა. მისი თქმით, სტრატეგიაში ნათლად აისახა ქვეყანაში ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულების განვითარების ვექტორები.

მისი თქმით, მთავრობა სამომავლოდ საქართველოს განიხილავს, როგორც რეგიონულ სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბს, თუმცა ამის მისაღწევად აუცილებელია დარგში მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის განახლება, მიწოდების ჯაჭვის მართვის ეფექტურობის ზრდა, ასევე, სამუშაო ძალის ორგანიზების და კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ. გურამ გურამიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორიც სატრანზიტო დერეფნის, საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის ზრდის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და რეგიონის ქვეყნებთან, რათა მეტი ტვირთი იყოს მოზიდული საქართველოზე გამავალ ე.წ. შუა დერეფანში, რომელიც უმოკლესი სახმელეთო გზაა ჩინეთსა და ევროპას შორის.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა შავი ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებაზე, სანავსადგურე სერვისების გაციფროვნებასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელების შესახებ. სტრატეგიის განხილვის შემდეგ, დარგის წარმომადგენლებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრება დარგის განვითარებასთან დაკავშირებით.

ინვესტორთა საბჭო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა