მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გვაქვს ძალიან დიდი ზრდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, კონკრეტული ძალების ოცნება, რომ ქვეყანაში შეფერხდეს ეკონომიკური განვითარება, ვერ იქნება რეალიზებული - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია, გვაქვს ძალიან დიდი ზრდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პრემიერის თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკა საქართველოში დინამიურად ვითარდება. 

 

„თქვენ ხედავთ, რომ აქაც არის პირდაპირი საბოტაჟი. კონკრეტული,  რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ძალები ცდილობენ შექმნან ნეგატიური მოლოდინები ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტები მეტყველებს სხვა რამეზე, იანვარი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან აქტიური და ასე უნდა გაგრძელდეს მთელი წლის განმავლობაში. ამისთვის არსებობს ყველანაირი წინაპირობა, ამისთვის ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის, ის ვიზიტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, არაბულ სახელმწიფოებში, ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით გვექნება ძალიან დიდი წარმატება, როგორც 2025 წელს, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში, ის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც იქნა მოზიდული არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დააჩქარებს ეკონომიკურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, კონკრეტული ძალების ოცნება, რომ ქვეყანაში შეფერხდეს ეკონომიკური განვითარება, ვერ იქნება რეალიზებული. პირიქით, გაგრძელდება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება", -  განაცხადა პრემიერმა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა