მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გვაქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის ტრანსპორტს - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკა მაღალი ზრდის ტემპს ინარჩუნებს და იანვარ-აგვისტოს მონაცემებით ზრდამ 7,6% შეადგინა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიმდინარე მაჩვენებლებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ანგარიშებიც ამყარებს და მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2%-ული პუნქტით, 5-დან 7%-მდე გაიზარდა.

„ამ მიმართულებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში სექტორის ზრდამ დაახლოებით 19% შეადგინა და ზოგადად მთლიან შიდა პროდუქტში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს 6%-იანი წილი უკავია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება და ზოგადად მსგავსი ტიპის ტენდენციის შენარჩუნება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შედეგია. ჩვენი მიდგომა სატრანსპორტო სექტორის მიმართ არის იმ კუთხით, რომ ჩვენ ვავითარებთ როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე ვავითარებთ შესაბამის სერვისებს. გვაქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის ტრანსპორტს, როგორც ავიაციას, ასევე საავტომობილო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის ანგარიშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში 16 უმნიშვნელოვანესი პროექტია გამოყოფილი, რომელთაგან 12 უკვე დაწყებულია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2040 წლისთვის დერეფანში ტვირთბრუნვა დაახლოებით ოთხჯერ გაიზრდება, ხოლო ქვეყანაში ტვირთის გადაზიდვის დრო დაახლოებით 2/3-ით შემცირდება.

„ჩვენი პოლიტიკაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეზობელ ქვეყნებთან და შუა დერეფნის მასპინძელ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციაშია. ის საინვესტიციო პროგრამა რასაც ვახორციელებთ, ყველა სატრანსპორტო სექტორის მიმართულებით არის თანხვედრაში იმისათვის, რომ ერთმანეთისთვის გამოწვევებად არ დავრჩეთ და ამისთვის ვითარდება, როგორც საქართველოს რკინიგზა, ასევე საქართველოს აეროპორტები, სადაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს. ასევე კერძო სექტორთან თანამშრომლობით გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ვავითარებთ ტერმინალების ინფრასტრუქტურას საზღვაო ნავსადგურებშიც. ამასთანავე, ხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონისა და შუა დერეფნის ქვეყნებისთვის", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა