მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გვაქვს გარკვეული დისპროპორცია ძალთა ბალანსებს შორის - ირაკლი ლექვინაძე FMCG სექტორზე

news image
mbc image

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე FMCG სექტორში არსებული საკითხების გადასაჭრელად სამთავრობო და საპარლამენტო კომისიების მუშაობას მნიშვნელოვან მექანიზმად მიიჩნევს. როგორც ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა „იმედის“ დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, სექტორის კომპლექსურობიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ბაზრის დინამიკური განვითარების პროცესში პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა.

„იმისთვის, რომ ეფექტური ყოფილიყო პროცესი, სამთავრობო და საპარლამენტო კომისია არის ძალიან კარგი მექანიზმი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაც ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.  თვითონ შეხვედრებიც, როგორც სამთავრობო კომისიის ფორმატში, ასევე საპარლამენტო კომისიის ფორმატში, კარგად აჩვენებს გარკვეულ პრობლემატიკას, რომელიც ამ ბაზრის დინამიური განვითარების ფონზე ჩვენ გვაქვს. საბოლოო ჯამში.  ჩვენი ანგარიშებიც აჩვენებდა გარკვეულწილად, სექტორი დინამიურად ვითარდება, ვგულისხმობ FMCG სექტორს. 

თუ ბოლო მონაცემებს შევხედავთ, ჩვენი შეფასებით ბაზარი არის დაახლოებით 14 მილიარდის ფარგლებში. ამ ბაზარზე ბოლო წლების მანძილზე რაც შეინიშნება, არის მნიშვნელოვანი წილის ზრდა წამყვანი კომპანიების. მაგალითად, 3 წამყვანი კომპანიის წილი ბოლო მონაცემებით არის დაახლოებით 49%-ის ფარგლებში, წინა წელს ეს იყო დაახლოებით 32%. 5 წამყვანი კომპანიის წილი არის დაახლოებით 60%-მდე, როცა გასულ წელს ის იყო დაახლოებით 45-47% და მთლიანად სექტორი ჯამურად, ანუ ორგანიზებულ ქსელებს ვგულისხმობ, არის დაახლოებით 65%-ის ფარგლებში, როცა შარშან ეს მაჩვენებელი 58% იყო. იმისთვის, რომ პირობითად ის პრობლემატიკა, რომელსაც სხვადასხვა მხარეები აყენებენ ღიად და კონკურენციის სააგენტო იყოს აქტიური მოქმედებაში, ბაზარზე უნდა არსებობდეს დომინანტი ეკონომიკური აგენტები და ეს ციფრები ჯერ კიდევ აჩვენებს, რომ ბაზარზე მსგავსი არ გვაქვს. იმიტომ, რომ ერთი კომპანიის შემთხვევაში ეს უნდა იყოს 40%, 3 კომპანიის შემთხვევაში 50% და 5 კომპანიის შემთხვევაში 80%-ის ფარგლებში.

ამიტომ, კონკურენციის სააგენტო ასეთ დროს და ასეთ შემთხვევაში მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც არის დომინანტური მდგომარეობა ბაზარზე, ან პირობითად გვაქვს რაღაც ისეთი მდგომარეობა, როდესაც შეიძლება გარიგების ეფექტები ჩანდეს“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესი FMCG სექტორში ყველაზე სუსტი რგოლია. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, სამთავრობო და საპარლამენტო კომისიების მუშაობის მთავარი შედეგი სწორედ ძალთა ბალანსის გასწორება და იმ მექანიზმების შემუშავებაა, რომლებიც მცირე მეწარმეებს მსხვილი რითეილერებისგან დაიცავს.

„ჩვენ ანგარიშებშიც  ვამბობდით და ეს ღია შეხვედრებზეც კარგად ჩანს, რომ გვაქვს გარკვეული დისპროპორცია ძალთა ბალანსებს შორის. ანუ რადგანაც სექტორი ასე ვითარდება და ერთი სექტორი საკმაოდ ძლიერია მეორესთან მიმართებაში, მათ შეუძლიათ, რომ საკუთარი პირობით, ევაჭრონ მიმწოდებელ კომპანიებს, დისტრიბუტორ კომპანიებს, მწარმოებელ კომპანიებს. ვინც ძლიერია მეორე მხარეს, ვგულისხმობ დისტრიბუტორებს, ისინიც კი კონკურირებენ იმაში, რომ ეგრეთ წოდებული მაღაზიაში შესვლის თუ ქეშბექების თანხაში ვინ უფრო მეტს გადაიხდის, რომ თაროზე მოხვდეს. მათ ამ კონკურენციის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ყველაზე სუსტი რგოლი ასეთ შემთხვევაში ჩნდება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის კომპანიები. და იმისთვის, რომ მათი ინტერესები იყოს დაცული, ბუნებრივია, ალბათ ის მექანიზმები, რომელსაც საბოლოოდ საპარლამენტო კომისიაც დადებს საკუთარ დასკვნაში და სამთავრობო კომისიაც იმსჯელებას - სწორედ ალბათ ამ ძალთა ბალანსის გასწორებას უნდა მოემსახუროს და ძალიან კარგია თვითონ კომისიის თავმჯდომარის ინიციატივა, რომ Big Four-იდან ჩაერთვება კომპანია ამ პროცესის შეფასებაში. იმიტომ, რომ Big Four-ს აქვს ძალიან კარგი ინფორმაცია, თუნდაც ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში რა ხდებოდა ამ დროს განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც ერთი სექტორი საკმაოდ ძლიერად ვითარდებოდა და კონსოლიდაცია ხდებოდა, მათ ჰქონდათ უპირატესობა მეორე მხარესთან მიმართებაში და როგორი მექანიზმებით დაბალანსდა ეს პროცესი, მაშინ როდესაც მხოლოდ კონკურენციის სამართალი ვერ უზრუნველყოფდა პრობლემის ეფეტურად მოგვარებას. ეს  საბოლოო ჯამში საერთო ფასების ფონზე მნიშვნელოვნად მოახდენს პოზიტიურ გავლენას. ამიტომ, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვამონიტორინგებთ და ვუყურებთ ამ ბაზარს, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომელსაც შეიძლება ჩვენი მანდატი ვერ წვდება და ჩვენც ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანია.  საპარლამენტო კომისია, სამთავრობო კომისია საბოლოო დასკვნაში ამ ყველაფერს ასახავს და რა თქმა უნდა კონკურენციის სააგენტო მზად არის აღასრულოს ის მანდატი და თუ ის არ არის საკმარისი და თუ კიდევ რამე დამატებითი საკანონმდებლო კონტექსტები იქნება, რა თქმა უნდა აღასრულოს ის მაქსიმალურად და ეფექტურად“, - აცხადებს ლექვინაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა