მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.6
0.0025
flag
AZN 1.5521
-0.0007
flag
CNY 38.805
-0.0044
flag
EUR 3.0109
-0.0058
flag
GBP 3.5238
-0.0086
flag
KZT 56.35
0.001
flag
TRY 0.0563
0
flag
USD 2.6384
-0.0009
news banner

გვესმის, რომ ჰიდროენერგეტიკა უნდა განვითარდეს, რათა გავხდეთ თვითკმარი ქვეყანა და უარი ვთქვათ იმპორტზე, თუმცა აუცილებელია მოხმარების გაზრდაც - Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორი

news image
mbc image

Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორის, დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროენერგეტიკის განვითარება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, პარალელურად საჭიროა ქარისა და მზის ენერგიის პროექტების დაბალანსებული განვითარებაც, რათა ინვესტორებისთვის გრძელვადიანი პროგნოზირებადი გარემო შეიქმნას.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, დავით ტყეშელაშვილმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, რაც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებასა და ენერგოსისტემის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც სახელმწიფო მოდიოდა ბიზნესთან სალაპარაკოდ, ძალიან მისასალმებელია, რომ ისინი იყვნენ ღია და გულწრფელები. ქალბატონმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა და ყველას მოუწოდა, პირდაპირი სათქმელი ეთქვათ ბიზნესთან - ეს იქნება ჰიდრო, ქარი თუ მზე - რათა დაენახათ, რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე შეიძლება დადგნენ 10-წლიან გრძელვადიან პერიოდში. ისინი აპრიორიტეტებენ ჰიდროს, რაც, რა თქმა უნდა, სწორია ჰიდრო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი და ნამდვილად უნდა განვავითაროთ ის, რაც ყველაზე მეტად შეგვიძლია. თუმცა ჩვენს ქვეყანაში არის შესაძლებლობა, რომ ასევე განვითარდეს ქარიც და მზეც. სახელმწიფო ფიქრობს, რომ ჯერ უნდა განვითარდეს ქარი, შემდეგ მზე.

მე, როგორც მზის სექტორის წარმომადგენელი, ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში კიდევ უფრო აუცილებელია მსჯელობა, ექსპერტების ჩართვა, ჰიდროსა და ქარის შედარება, სიმულაციების ჩატარება, რათა ზუსტად დავინახოთ, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას. საჭიროების შემთხვევაში, როცა იქნება ჭარბი ენერგია, უნდა მოხდეს შეზღუდვები და პრიორიტეტი დაინიშნოს ჰიდროსთვის, შემდეგ  ქარისთვის, ხოლო მზის ენერგია გამოყენებული იქნას მხოლოდ ჭარბი სიმძლავრის დროს. ეს პროცესი ასე არ უნდა განხორციელდეს, რადგან როგორც ინვესტორი, რომელიც გეგმავს ძალიან დიდ პროექტებს, მნიშვნელოვანია, რომ 10-წლიან გეგმაში არ ვდგე ისეთ პრობლემებთან, რომ მომიწიოს ენერგიის შეზღუდვა ან გათიშვა. მესმის, რომ ჰიდრო უნდა განვითარდეს და ქვეყანა უნდა გახდეს თვითკმარი, თუმცა ამავე დროს აუცილებელია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა“, - აცხადებს დავით ტყეშელაშვილი.

ტყეშელაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაცია, ისე ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. მისი თქმით, ისეთი პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი, საქართველოს ექსპორტის შესაძლებლობებს გააფართოებს, თუმცა პარალელურად სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი მოხმარების ზრდასაც, მათ შორის შესაბამისი სტიმულებისა და სუბსიდიების მეშვეობით. ეს ხელს შეუწყობს ბიზნესს, ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადასვლასა და განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით მზის პროექტებში ინვესტიციების ზრდას.

„მე მხარს ვუჭერ იმას, რომ ქვეყანაში გაიზარდოს ელექტროენერგიის თვითმოხმარება. ვფიქრობ, სახელმწიფო ამაზე დაიწყებს ზრუნვას. ყველაფერი ერთად ვერ მოხდება, ამიტომ აუცილებელია სუბსიდიები, რომ მე, როგორც საწარმოს მფლობელს, გამიჩნდეს ინტერესი გადავიდე ელექტროენერგიის მოხმარებაზე. შედეგად, სახელმწიფოსა და ბიზნესს ექნება ნაკლები პრობლემა და მეც უფრო მეტად მომინდება მზის ინვესტიციების განხორციელება ქვეყანაში“, - განმარტავს Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორი.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

08.07.2026.17:27

წლიური ინფლაცია თითქმის უცვლელია, თუმცა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული რისკები კვლავ გაიზარდა.

ივნისში წლიური ინფლაცია მცირედით, 5.7%-დან 5.8%-მდე გაიზარდა. სეზონური ეფექტის გამორიცხვით ფასების გასულ თვესთან მიმართებით ზრდა უფრო შესამჩნევი იყო და მაისში დაფიქსირებული 0.3%-დან 0.6%-მდე იმატა. მცირედი აჩქარების მიუხედავად, აღნიშნული დინამიკა დიდწილად კვლავ თანხვედრაშია წლის ბოლოსთვის 5.1%-იანი ინფლაციის ჩვენს საბაზო სცენართან. ამავდროულად, რადგანაც ინფლაცია, სავარაუდოდ, მთელი წლის განმავლობაში სამიზნე დონეზე მაღალი დარჩება, პროგნოზი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნებას ითვალისწინებს, ვინაიდან ეროვნული ბანკი „ინფლაციური შოკის ამოწურვას" განაკვეთის შემცირების წინაპირობად ასახელებს.

 

ამ კუთხით, საყურადღებოა ირანსა და აშშ-ს შორის სამხედრო დაპირისპირების ხელახალი გააქტიურება ახლო აღმოსავლეთში. როგორც თიბისი კაპიტალის წინა პუბლიკაციაში იყო აღნიშნული, ის ფაქტი, რომ ორ ქვეყანას შორის ივნისში მიღწეული შეთანხმება საბოლოო არ არის, ჯერ კიდევ საკმაო გაურკვევლობას მოიაზრებს, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების გაფორმებას ბაზრების მხრიდან გამოკვეთილად ოპტიმისტური რეაქცია მოჰყვა. მიმდინარე ესკალაციის ფონზე, რთული სათქმელია, კონფლიქტის კვლავ გამწვავება დროებითია თუ არა, თუმცა, თუკი დაძაბულობა ხანგრძლივად შენარჩუნდა, რაც ფასებზე გლობალურ წნეხს ბუნებრივად გაზრდის, ინფლაციის პროგნოზიც უფრო მეტად წინა, 6%-იან ნიშნულს დაუახლოვდება. მკითხველს შევახსენებთ, რომ ივნისში პროგნოზის შემცირება სწორად გლობალურ სასაქონლო პროდუქციაზე ფასების მკვეთრ კლებას მოჰყვა. გაურკვევლობის მატებასთან ერთად, იზრდება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნების ალბათობაც.

 

ივნისის დინამიკის მხრივ, წლიური ინფლაციის ფორმირებაში ძირითადი კომპონენტი კვლავ საწვავია, თუმცა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე პურის, ელექტროენერგიის, სიგარეტისა და ინტერნეტის ტარიფების ცვლილებებს. ეს ფაქტორები ამჟამად ინფლაციის მნიშვნელოვან ნაწილს განაპირობებს, თუმცა, საბაზო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, მათი გავლენა ფასებზე თანდათან შესუსტდება.

 

აღსანიშნავია, რომ ინფლაციის უფრო ხისტი მაჩვენებლები სამომხმარებლო ფასებზე შედარებით მაღალი, თუმცა მეტწილად მაინც ზომიერი წნეხის არსებობაზე მიუთითებს. მაგალითისათვის, მედიანური ინფლაცია ივნისში 1.9%-დან, 2.5%-მდე გაიზარდა, თუმცა უკვე ზედიზედ მესამე წელია 3%-იან სამიზნე დონეზე დაბალი რჩება. ამასთან, შეკვეცილი ინფლაციისა და დიფუზიის ინდექსებიც მიუთითებს, რომ ცალკეული საქონლის წვლილი ფასების ზრდაში მართალია მნიშვნელოვანია, თუმცა ინფლაციის აჩქარება მხოლოდ მათი მიზეზით არ არის განპირობებული და უფრო ფართო ხასიათს ატარებს. აგრეთვე, გაზრდილია მომსახურების ფასებიც, რასაც ძირითადად საცხოვრებელთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურებების გაძვირება განაპირობებს.

 

როგორც წინა განახლებაში იყო აღნიშნული, ახლო პერიოდის პერსპექტივისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები კვლავ ნავთობისა და სურსათის ფასებია. ბოლო პერიოდში, ნავთობის ფასები გლობალურად მცირდებოდა და კონფლიქტამდე არსებულ დონესაც კი ჩამოსცდა. ამასთან, საწვავის ფასების შემცირების ნიშნები უკვე გამოჩნდა ადგილობრივ ბაზარზეც. ამ ფონზე, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის კვლავ გააქტიურების შემდგომ, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 25 ივნისს დაფიქსირებული 72 აშშ დოლარიდან, ოთხშაბათს დილისთვის 78 აშშ დოლარამდე გაიზარდა. საერთაშორისო და ადგილობრივ ფასებს შორისისტორიულად მაღალი კავშირის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ, თუ კონფლიქტის ესკალაცია შეზღუდული მასშტაბის გამოდგა, იმპორტირებული ინფლაცია, რომელიც თებერვალში დაფიქსირებული წლიური -0.7%-დან ივნისში 6.1%-მდე გაიზარდა, მომდევნო თვეებში შემცირდება. ამავდროულად, როგორც ზემოთ ითქვა, ამ მხრივ რისკები მნიშვნელოვნად არის მომატებული. თუმცა აღსანიშნავია, ისიც, რომ ნავთობის გლობალური ფასის 78-დოლარიან ნიშნულზე შენარჩუნებაც საწვავის მიმდინარე ფასების გარკვეულწილად შემცირებას მოიაზრებს.

 

ასევე მაღალია გაურკვევლობა სურსათის ფასების კუთხით, თუმცა სურსათისა და სასუქების საერთაშორისო ფასები, ესკალაციის ფონზე ზრდის შემდეგ, კლების დინამიკას აჩვენებს. მიუხედავად ამისა, საკვები პროდუქტები 2026 წელსაც, სავარაუდოდ, ინფლაციის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ დარჩება, თუმცა ფასებზე ზეწოლა თანდათან შესუსტდება.

 

სხვა მონაცემების მხრივ, წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 6.4% შეადგინა, რაც,  მოლოდინების შესაბამისად, მცირედით აღემატებოდა აპრილის 6.2%-იან მაჩვენებელს, თუმცა უნაღდო დანახარჯების დინამიკა ივნისში აქტივობის გარკვეულ შენელებაზე მიუთითებს. კერძოდ, სეზონური ეფექტის გამორიცხვით, აპრილთან შედარებით გაუმჯობესებული, თუმცა მაისთან შედარებით გარკვეულწილად შემცირებულია როგორც ადგილობრივების, ასევე არა-რეზიდენტების რეალური უნაღდო დანახარჯები. ამ ფონზე, ივნისის ბოლოდან თბილისისა და განსაკუთრებით ბათუმის აეროპორტებში ფრენების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ივლისში ტურისტული მოთხოვნის პოტენციურ გაძლიერებაზე მიუთითებს.

 

სავალუტო ბაზარზე ბოლო თვეებში არსებული სიჭარბე, რომელიც ლარის გამყარებასა და საერთაშორისო რეზერვების ზრდას უწყობს ხელს, სავარაუდოდ ივნისსა და ივლისის დასაწყისშიც შენარჩუნდა. ივნისში უცხოური ვალუტის შემოდინებებში საკმაო წვლილი შეიტანა არა-რეზიდენტების მხრიდან ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გააქტიურებულმა შესყიდვებმაც, რამაც უცხოელი ინვესტორების წილი მთავრობის ფასიან ქაღალდებში 2022 წლის თებერვლის შემდეგ მაქსიმალურ, 8.3%-მდე გაზარდა.

 

ამ ფონზე, მოლოდინების შესაბამისად, საერთაშორისო რეზერვები ივნისის ბოლოსთვის კვლავ გაიზარდა და 7.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად თითქმის 52%-იანი მატებაა. ასევე, სებ-მა დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა, რის შედეგადაც ოქროს წილმა მთლიან რეზერვებში 14.2%-ს მიღწია. მოსალოდნელია, რომ რეზერვების აკუმულაცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, თუმცა შედარებით ზომიერი ტემპით. 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007573-macro-update-georgia

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა