მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0012
flag
AZN 1.5464
-0.0003
flag
CNY 38.817
0.0007
flag
EUR 2.9975
-0.0009
flag
GBP 3.5122
-0.0017
flag
KZT 56.04
-0.0017
flag
TRY 0.0556
-0.0001
flag
USD 2.6285
-0.0005
news banner

გვინდა, რომ ყოველი დანახარჯი იყოს მაქსიმალურად ეფექტის მომტანი, უზრუნველყოფდეს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც დასახულია - მიხეილ სარჯველაძე სოციალური პროგრამების ეფექტიანობაზე

news image
mbc image

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, სოციალური და ზრუნვის პროგრამების შეფასება მხოლოდ ფინანსური დანახარჯებით არ უნდა ხდებოდეს და მთავარი კრიტერიუმი მათი ეფექტიანობა და შედეგები უნდა იყოს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი 2012 წლიდან დღემდე 18 მილიონიდან 120 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც სახელმწიფოს პრიორიტეტებს ნათლად აჩვენებს.

„არ შეიძლება ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით იყოს პროგრამები, რომელიც იზომება მხოლოდ დანახარჯებით. არ შეიძლება ჩვენ გავზომოთ მაგალითად თუნდაც ბავშვებთან დაკავშირებული ან მოხუცებთან დაკავშირებული ასეთი სოციალური მხარდაჭერის პროგრამები - ზრუნვის პროგრამები რაც არის, მხოლოდ იმით თუ რამდენი ლარი დაიხარჯა ამ პროგრამაზე. თუმცა ძალიან დიდი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია დანახარჯების ზრდას. ახლა ბავშვის პროგრამა მაგალითად 2012 წელს იყო სულ 18 მილიონი, ახლა არის 120 მილიონზე მეტია. ამას ვეღარ გადაფარავს ვერავინ რაც უნდა სპეკულაციური ინტერპრეტაციები შესთავაზონ. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მართლაც პრიორიტეტიზებული აქვს ბავშვის ინტერესი. ჩვენ გვინდა, რომ ყოველი დანახარჯი იყოს მაქსიმალურად ეფექტის მომტანი, უზრუნველყოფდეს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც დასახული აქვს ამ პროგრამას.

ეს პროგრამა ისე უნდა იყოს შექმნილი, ისე ფუნქციონირებდეს, რომ ის მაქსიმალურად უზრუნველყოფდეს ერთის მხრივ შედეგებს, მეორეს მხრივ კმაყოფილებას და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ალბათ მთავარი საზომი იმ პროექტებისა, პროგრამებისა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. საზომი იმიტომ, რომ ეს უზრუნველყოფდეს საბოლოო ჯამში კარგად გამოყენებას, ეფექტიან გამოყენებას. როგორ შეიძლება? საკმაოდ რთული პროცესია. ჩვენ ახლა იმპლემენტაციის პროცესში ვიმყოფებით და ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ ეს არის აუცილებელი პროცესი. და სხვათა შორის არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სწორედ ასეთ მიდგომებს მოაქვს შედეგად, რომ გასულ წელს მოგეხსენებათ, რომ იყო აღიარება - განათლებასაც ეხებოდა ეს და ჯანდაცვის სისტემასაც, სადაც აღიარებული იქნა ეფექტიანობის თვალსაზრისით ერთ-ერთ საუკეთესო სისტემად იქნა აღიარებული ქართული სისტემა ამ კუთხით. ეს გაუმჯობესება და პროგრესი, რომელიც აქვს ჩვენს სისტემას, ეს იქნა აღიარებული ძალიან ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ“, - განაცხადა მინისტრმა

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა და იასონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საქმიანობას დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შეუდგა

24.07.2026.10:37

1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა და იასონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საქმიანობას დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შეუდგა.

იასონ ლორთქიფანიძის აზრით, სახელმწიფო ბანკის მთავარი ორიენტირი საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობისთვის ხელის შეწყობა უნდა ყოფილიყო. მას ასევე მიაჩნდა, რომ სახელმწიფო ბანკისთვის საჭიროა ნდობის თავიდანვე მოპოვება.

2019 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ცენტრალური ბანკის დაარსების საუკუნოვან იუბილეს საკოლექციო მონეტა მიუძღვნა.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ სხედან - 1. აკაკი ჩხენკელი 2. გრიგოლ ლორთქიფანიძე 3. რაჟდენ არსენიძე 4. იასონ ლორთქიფანიძე 5. ნოე რამიშვილი 6. ალექსანდრე ლომთათიძე 7. ნიკოლოზ ელიავა 10. პარმენ ჭიჭინაძე 11. ივანე ჭავჭანიძე | მარცხნიდან მარჯვნივ დგანან - 5. რაჟდენ დუმბაძე 7. გიორგი ჟურული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა