ჰარმონიზაციის ინდექსით, თებერვალში სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების სერვისი გაძვირდა
საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა. საქსტატის ინფორმაციით, ცვლილება 0,0%-ის დონეზეა.
წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (6.7%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (5,5%), ტრანსპორტი (3,4%), განათლება (3.5%). ტრანსპორტი (2,3%) და ასევე სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (7,3%).
სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-3,2%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-3%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-2,9%), კავშირგაბმულობა (-1,2%) და დასვენება, გართობა და კულტურა (-1,2%).
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.
სხვა სიახლეები
საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს
22.05.2026.19:00
საქართველოში ჩამოსხმულ წყლებზე მოთხოვნა მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე 63 859.8 ათასი დოლარის ღირებულების 93 435 926 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე 88 259 746 ლიტრი წყლები გადაიზიდა. შესაბამისად ქვეყნიდან წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოში ჩამოსხმული მინერალური და მტკნარი წყლები მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის: