ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტმა Georgian Wings-ის პირველი რეისი მიიღო
6 სექტემბერს, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისი-ბაქოს მიმართულებით პირველი Georgian Wings რეისი წარმატებით შესრულდა.
ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავს ტრადიციულად წყლის თაღი დახვდა.
Georgian Wings-ის პირველი რეისის ჩასვლის ცერემონიას ავიაკომპანიის წარმომადგენლები და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე დაესწრნენ. მათ ხაზი გაუსვეს ამ ღონისძიების მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის.
„ჩვენი აეროპორტი ისწრაფვის უწყვეტი განვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისკენ და ამ მარშრუტის გაშვება კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს უხსნის ორ ქვეყანას ტურიზმის, ბიზნესისა და კულტურული განვითარებისთვის“, - განაცხადა ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აროპორტის დირექტორმა თეიმურ ჰასანოვმა.
"ჩვენ ვამაყობთ, რომ აღვნიშნავთ ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში თბილისი-ბაქოს მარშრუტზე პირველი Georgian Wings რეისის წარმატებით დაფრენას. ეს მნიშვნელოვანი მომენტი ხაზს უსვამს ჩვენს ახლო მეგობრულ მეზობლობას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს მარშრუტი გვიხსნის უსაზღვრო შესაძლებლობებს. განვავითაროთ ტურიზმი, ბიზნესი და კულტურული გაცვლა ჩვენს ქვეყნებს შორის. ამ კვირაში დაიწყება რეგულარული ფრენები ATR72-500 თვითმფრინავით, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ ფრენებს თბილისსა და ბაქოს შორის. ჩვენ ველოდებით ყველას, ვინც Georgian Wings-ს ბორტზე ახორციელებს ახალი ჰორიზონტების გახსნას და ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას“, - აღნიშნა ავიაკომპანია Georgian Wings-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ედისონ ფიფიამ.
Georgian Wings რეგულარულ რეისებს თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს.
ამ მარშრუტის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.georgianwings.com, ასევე ავიაკომპანიის გაყიდვების ოფისებში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826