მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 2034 წლისთვის 70%-მდე იქნება - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

news image
mbc image

ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 2034 წლისთვის 70%-მდე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითრების 10 წლიან გეგმაში წერია. ირკვევა რომ 2034 წლისთვის აღნიშნულ მაჩვენებლებში მარეგულირებელი ჰესების წილი ქვეყნის ჯამური სიმძლავრის 42%-ს შეადგენს.

„ეს უზრუნველყოფს წყალუხვობისას დაგროვებული წყლის გამოყენებას წყალმცირობის პერიოდებში, ელექტროენერგიისა და თბოსადგურებისთვის საჭირო საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. აღსანიშნავია, რომ ქარის და მზის ელექტროსადგურების წილი, 2034 წლისთვის იქნება დაახლოებით 15%. გენერაციის და დატვირთვის ზრდის მონაცემების საფუძველზე, შედგენილი იქნა საქართველოს წლიური ენერგიის ბალანსი ყველა განსახილველი სცენარისთვის. ქვემოთ მოცემულია ენერგიის ბალანსი იმ სცენარისთვის, რომელიც ითვალისწინებს გენერაციის ყველა ობიექტის დაგეგმილ დროზე ქსელში ინტეგრირებას და მოხმარების წლიურ 3%-იან ზრდას“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ვებგვერდზეა განთავსებული. 

2024 წლის მონაცემებით კი საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4621 მგვტ-ია, აქედან მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრეა 2387 მგვტ, მოდინებაზე მომუშავე ჰესების სიმძლავრე 1023 მგვტ, 110 მგვტ აირტურბინების, 21 მგვტ ქარის სადგურების, ხოლო კომბინირებული და თბოელექტრო სადგურებისა - 1080 მგვტ-მდეა ჯამური დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 73% მოდის ჰესებზე.

მარეგულირებელი ჰესების წილი შეადგენს დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 51%-ს.

გეგმის თანახმად, 2034 წლისთვის საქართველოს ჯამური სიმძლავრე გაიზრდება 10336 მგვტ-მდე. აქედან 4314 მგვტ იქნება მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრე, 2908 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესების, 1291 მგვტ ქარის სადგურების, 232 მგვტ მზის სადგურების, 110 მგვტ აირტურბინების, ხოლო 1480 მგვტ ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურების და არსებული მოძველებული გარდაბნის N 3, 4 და 9 ბლოკების სიმძლავრე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა