იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3%-ით გაიზარდა - საქსტატის წინასწარი პროგნოზი
2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 703.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.0 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 173.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 2.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 10 529.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 3.3 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 6 356.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 სექტემბერს.
სხვა სიახლეები
Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა 2026-2027 წლებში 1.9%-ით გაიზრდება
20.08.2026.19:00
Fitch-მა ხუთშაბათს აშშ-ის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „AA+“-ზე უცვლელად დატოვა, პროგნოზი კი „სტაბილურად“ შეაფასა. სააგენტომ გადაწყვეტილების მიზეზებად დაასახელა ქვეყნის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე მაღალი შემოსავალი და აშშ დოლარის, როგორც მსოფლიოში წამყვანი სარეზერვო ვალუტის სტატუსი.
სააგენტოს განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკამ მდგრადობა შეინარჩუნა გაზრდილი ტარიფების, სახელმწიფო ხარჯების შემცირების, საზღვარზე კონტროლის გამკაცრებისა და პოლიტიკურ გაურკვევლობის ზრდის მიუხედავად. ეს, სააგენტოს შეფასებით, ქვეყნის შოკებისადმი გამკლავების უნარსა და ეკონომიკურ მოქნილობაზე მიუთითებს.
ამასთან, Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა 2026-2027 წლებში 1.9%-ით გაიზრდება, რაც 2025 წელს დაფიქსირებულ 2.8%-იან ზრდაზე დაბალია. სააგენტომ ასევე აღნიშნა შრომაზე მოთხოვნის შესუსტება და მიმდინარე წელს სამუშაო ადგილების შექმნის ტემპის მნიშვნელოვანი შენელება.
ინფლაცია კვლავ შეშფოთების საგნად რჩება. სააგენტო ელოდება, რომ 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.4% იქნება, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელზე მაღალია. ტარიფებმა საბაზისო საქონლის ინფლაციის ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა მათი გავლენა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა.
Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ზოგადი სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტი 2026 წელს მშპ-ის 7.4%-მდე გაიზრდება და 2027 წელსაც ამ დონეზე შენარჩუნდება.