მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9.2 %-ით გაიზარდა და $20 535.3 მლნ შეადგინა | საქსტატი

news image
mbc image

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 535.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 6 153.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 382.0 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 5.3 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- სექტემბერში 8 228.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 67.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (650.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (583.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (566.7 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 187.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (1 746.1 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 716.3 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 547.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (2 329.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2 211.1 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 529.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 811.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 464.0 მლნ. აშშ დოლარით (7.5 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 652.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 407.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 526.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი).

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 19.6 %-ით გაიზარდა | საქსტატი

19.10.2026.11:14

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 153.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 61.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 60.3 პროცენტით გაიზარდა და 3 756.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 62.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (566.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (523.2 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (323.1 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 762.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 464.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 239.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.4 პროცენტი).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა