მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

იანვარ-აპრილში ქვეყანაში ლუდის იმპორტი 72%-ით გაიზარდა

news image
mbc image

საქართველოში ლუდის იმპორტი მკვეთრად იზრდება, რაც დასტურდება მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით. საქსტატის საიტზე განთავსებული მაჩვენებლების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ მნიშვნელოვნად გაზარდა უცხოური ლუდის შესყიდვა როგორც ფინანსური კუთხით, ისე ფიზიკური მოცულობით.

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 8 021.2  ათასი დოლარის ღირებულების 6 529 071 ლიტრი ლუდი შეიძინა. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, როდესაც ქვეყანაში 4 665.1 ათასი დოლარის ღირებულების 4 314 901 ლიტრი პროდუქტი შემოვიდა. შესაბამისად, წლიურ ჭრილში ლუდის იმპორტის ღირებულება დაახლოებით 72%-ით არის გაზრდილი, ხოლო მოცულობამ 51.3%-ით მოიმატა.

პროდუქტის ძირითადი ნაწილი ტრადიციულ ევროპულ ბაზრებზე მოდის, თუმცა უმსხვილეს მომწოდებლებს შორის რეგიონის სხვა ქვეყნებიც ფიგურირებენ. იმ ქვეყნების პირველ ხუთეულს, საიდანაც საქართველო ლუდს ყიდულობს, გერმანია ლიდერობს.


TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ლუდს ყიდულობს:

  • გერმანია - 1 904 098 ლიტრი;
  • ნიდერლანდები - 1 357 404 ლიტრი;
  • რუსეთი - 1 053 213 ლიტრი;
  • ბულგარეთი - 380 410 ლიტრი;
  • უკრაინა - 327 934 ლიტრი;
banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა