იანვარ-აპრილში საქართველომ $20,2 მლნ მილიონის ღირებულების კარაქის იმპორტი განახორციელა
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 20 178.9 ათასი დოლარი ათასი დოლარის ღირებულების 3 089.7 ტონა კარაქი (ნატურალური, რეკომბინირებული, შრატის და სხვა) იყიდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული კარაქის საერთო ღირებულებამ 21 571.0 ათასი დოლარი დოლარი შეადგინა, მოცულობის მხრივ კი 2 935.8 ტონა.
საქსტატის მაჩვენებლების თანახმად, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ წელს იმპორტირებული კარაქის მოცულობა 5.2%-ით არის გაზრდილი, მაშინ როდესაც მასზე დახარჯული თანხა 6.5%-ით შემცირდა, რაც საიმპორტო ფასის კლებაზე მიუთითებს.
რაც შეეხება მომწოდებელ ბაზრებს, მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობის კარაქი ირანიდან შემოიტანა, რამაც 678.1 ტონა შეადგინა.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო კარაქის იმპორტს ახდენს:
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826