იანვარ-აპრილში საქართველოში 10%-ით მეტი ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ თითქმის 1 მლრდ დოლარის ავტომობილების იმპორტი განახორციელა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ოთხ თვეში საქართველოში 966,442.49 ათასი დოლარის ღირებულების 55,037.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-იანი ზრდაა, ხოლო რაოდენობრივად 6%-იანი კლება. შესაბამისად ეს იმაზე მიუთითებს, რომ იმპორტირებული ავტომობილების ღირებულება წლიურ ჭრილში გაიზარდა.
2024 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 878,360.65 ათასი დოლარის ღირებულების 58,544.00 ერთეული ავტომობილი შემოვიდა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით საქართველოსთვის მსუბუქი ავტომობილების ნომერ პირველი საიმპორტო ბაზარი არის აშშ.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის მსუბუქი ავტომობილები იყიდა:
დღის ტოპ 10 სიახლე
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
სხვა სიახლეები
საქართველო თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა 167%-იან ზრდას აჩვენებს
11.05.2026.19:00
საქართველო თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა 167%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით. 2026 წლის პირველ კვარტალში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 18 740.0 ათასი დოლარი შეადგინა, 2025 წლის სამ თვეში კი 7 027.7 ათასი დოლარი.
მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან თურქმენეთში ექსპორტმა 7 702.6 ათასი დოლარის შეადგინა, ერთი წლით ადრე კი 2 470.2 ათასი დოლარი. ზრდა 212 პროცენტის დონეზეა.
რაც შეეხება იმპორტს ზრდა 142%-ია. 2026 წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ თურქმენეთიდან 11 037.5 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 557.5 ათასი დოლარი.