მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0007
flag
AZN 1.548
-0.0009
flag
CNY 38.871
0.0045
flag
EUR 3.0089
-0.0011
flag
GBP 3.5449
0.0087
flag
KZT 55.95
0.0019
flag
TRY 0.0558
0
flag
USD 2.6315
-0.0012
news banner

იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.8%-ით გაიზარდა და $12 925.4 მლნ შეადგინა - საქსტატი

news image
mbc image

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 925.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 876.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 20.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 049.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 0.7 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- ივნისში 5 172.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტია.

2026 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 69.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (431.8 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (428.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (335.9 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 392.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 195.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 068.1 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 659.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 527.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 496.7 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 938.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 486.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 304.3 მლნ. აშშ დოლარით (7.9 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 615.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 811.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 364.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.0 პროცენტი).

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება - თორნიკე სულაბერიძე

20.07.2026.21:41

ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება",- ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა. 

მისი განცხადებით, ქართველი მწარმოებლები 2026 წლის განმავლობაში 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე იქნებიან წარდგენილნი.
„წლის განმავლობაში განვახორციელეთ რამდენიმე აქტივობა, მათ შორის 10-მდე გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და გვყავდა 100-მდე ექსპორტიორი კომპანია წაყვანილი. ჩვენ ასევე მიმდინარე წელს ვგეგმავთ რამდენიმე მსხვილ გამოფენას. წლის განმავლობაში 20-მდე გამოფენაზე მივიღებთ მონაწილეობას და დაახლოებით 300-მდე ექსპორტიორ კომპანიას წავიყვანთ გამოფენებზე“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის ივნისში ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა 770.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა წლის ივნისთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და მოცულობა 469 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდს, ექსპორტი 20.0%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა - 3,876.3  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 62.6%-ით გაიზარდა და მოცულობა 2,391.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა