მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული მაჩვენებელი, 21 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა, მათ შორის ექსპორტის რეკორდული მოცულობა, რომელიც 7.9%-ით გაიზარდა და 6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები შეაფასა, მისი ინფორმაციით, ასევე რეკორდულია  საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც.

„ნოემბრის თვეში ექსპორტის  საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება - მისი მოცულობა 542,5 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს და წინა წლის მაჩვენებელს 12.6%-ით აღემატება. ნოემბრის თვეში, ისევე როგორც წინა თვეებში,  ფიქსირდება ადგილობრივი ექსპორტის ზრდა. ზოგადად 11 თვის ჭრილში თუ შევხედავთ საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, ექსპორტის ზრდა საკმაოდ მაღალი გვაქვს და მისი რეკორდული მოცულობა ფიქსირდება", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული მაჩვენებელი, 21 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 6.6%-ით გაიზარდა. მათ შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებთან - 4.5 მლრდ აშშ დოლარი, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 9.2%-ით აღემატება. ზრდა ფიქსირდება ასევე თურქეთთან - 2.9 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 8.5%), რუსეთთან - 2.3 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 3.4%), ჩინეთთან 1.8 მლრდ. აშშ დოლარი (ზრდა 16.2%), ყირგიზეთთან და ყაზახეთთან.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 1,978.2 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.2%-ით მეტია. ამასთან, 2024 წლის ნოემბერში იმპორტი 10.7%-ით გაიზარდა და 1,435.7 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა. იანვარ-ნოემბერში იმპორტი 15,101.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 6.1%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის აღსანიშნავია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები, რაც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო მეწარმეების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას და ასევე დამატებითი საწარმო პოტენციალის შექმნას, რათა ქვეყანამ შეძლოს მეტი ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, რომელიც ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ბაზარზე იქნება კონკურენტუნარიანი. აღნიშნული საბოლოო ჯამში გაზრდის ექსპორტის მოცულობას, უზრუნველყოფს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას  და ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა