მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9.6%-ით გაიზარდა | საქსტატი

news image
mbc image

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 077.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.6 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 6 874.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 17.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 202.4 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 6.5 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 9 327.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ნოემბერს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რას აჩვენებს დაზუსტებული მონაცემები

13.11.2026.13:06

დაზუსტებული მონაცემებით 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 108 418.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 16.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით 8.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წელს 7.5 პროცენტით განისაზღვრა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.2 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს მშენებლობა (8.8 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2 პროცენტი), განათლება (5.8 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (5.7 პროცენტი).


2025 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.9 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (7.5 პროცენტი), განათლება (16.8 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (15.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (10.8 პროცენტი).

კლება აღინიშნა და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (7.6 პროცენტი) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (3.7 პროცენტი) სექტორებში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების საფუძველზე 2015–2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების გადაანგარიშების შემდეგ, განხორციელდა ეროვნული ანგარიშების ერთ სულზე მაჩვენებელების გადაანგარიშება 2015 წლიდან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა