იანვარ-სექტემბერში საქართველოში $179 მილიონის სმარტფონების იმპორტი განხორციელდა
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 179 393.7 ათასი დოლარის სმარტფონები იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 171 280.6 ათასი დოლარის. შესაბამისად, ზრდა 4.74%-ს შეადგენს.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყანაში 141.9 ტონა სმარტფონის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის 9 თვეში კი 173.7 ტონის.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საიმპორტო ბაზრების სტრუქტურაში ლიდერ პოზიციას არაბთა გაერთიანებული საამიროები ინარჩუნებს. სწორედ ამ ქვეყნიდან შეიძინა საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მაღალი ღირებულების მობილური ტელეფონები.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო სმარტფონების იმპორტს ახდენს:
• არაბთა გაერთიანებული საამიროები - 93 029.4 ათასი დოლარი;
• ჩეხეთი -43 333.2 ათასი დოლარი;
• ვიეტნამი - 22 112.5 ათასი დოლარი;
• ჰონ-კონგი - 11 520.6 ათასი დოლარი;
• ჩინეთი - 7 363.2 ათასი დოლარი;
სხვა სიახლეები
საქართველოში ანანასის იმპორტი 25%-ით გაიზარდა
29.10.2026.19:00
საქართველოში ანანასის იმპორტი გაზრდილია. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 1 777.2 ათასი დოლარის ღირებულების 1 336.2 ტონა ანანასის იმპორტი განხორციელდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ანანასის იმპორტმა 1 068.0 ტონა შეადგინა. შესაბამისად იმპორტი 25.1%-ით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ანანასის იმპორტით ლიდერი თურქეთია. სწორედ თურქეთიდან ყიდულობს ქვეყანა ყველაზე მეტი რაოდენობის ანანასს.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ანანასს ყიდულობს:
• თურქეთი - 911.9 ტონა;
• ნიდერლანდები - 405.2 ტონა;
• კოსტა-რიკა - 17.8 ტონა;
• უგანდა - 0.7 ტონა;
• ტაილანდი - 0.4 ტონა;