იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 22.9%-ით გაიზარდა - საქსტატი
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 026.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 64.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 70.0 პროცენტით გაიზარდა და 659.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (143.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (84.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (76.1 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 125.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 88.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს თხილი და სხვა კაკალი 34.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 5.2 პროცენტი).
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
11.09.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0247 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6095 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6095 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6101 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0247 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0342 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0095 ლარი შეადგინა.