იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა - საქსტატი
2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.96 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (12.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.6 პროცენტი), თევზეული (1.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალური წვენებზე (-0.5 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 2.4 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0.1 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.5 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (2.6 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (2.3 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-4.8 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-3.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (16.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (14.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (9.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (8.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.8 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების მომსახურება (9.0 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.3 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (7.7 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (37.9 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.2 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაზრდილია 8.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (10.2 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (7.8 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები, ძირითადად, გაზრდილია თამბაქოს ნაწარმზე (6.6 პროცენტი).
სხვა სიახლეები
1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა და იასონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საქმიანობას დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შეუდგა
24.07.2026.10:37
1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა და იასონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საქმიანობას დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შეუდგა.
იასონ ლორთქიფანიძის აზრით, სახელმწიფო ბანკის მთავარი ორიენტირი საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობისთვის ხელის შეწყობა უნდა ყოფილიყო. მას ასევე მიაჩნდა, რომ სახელმწიფო ბანკისთვის საჭიროა ნდობის თავიდანვე მოპოვება.
2019 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ცენტრალური ბანკის დაარსების საუკუნოვან იუბილეს საკოლექციო მონეტა მიუძღვნა.
ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ სხედან - 1. აკაკი ჩხენკელი 2. გრიგოლ ლორთქიფანიძე 3. რაჟდენ არსენიძე 4. იასონ ლორთქიფანიძე 5. ნოე რამიშვილი 6. ალექსანდრე ლომთათიძე 7. ნიკოლოზ ელიავა 10. პარმენ ჭიჭინაძე 11. ივანე ჭავჭანიძე | მარცხნიდან მარჯვნივ დგანან - 5. რაჟდენ დუმბაძე 7. გიორგი ჟურული.