მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

იანვარში, ნავთობი 6.1%-ით გაძვირდა - მიზეზები

news image
mbc image

Galt And Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის იანვარში ნავთობის ფასი თვიურად 6.1%-ით გაიზარდა, რაც 2023 წლის სექტემბრის შემდეგ პირველი თვიური მატება იყო.

ინტუიციურად, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმასა და მომდევნო თვეებში თანმდევ ესკალაციებს ფასები უნდა გაეზარდა. ჰუსიტები და ირანის მიერ დაფინანსებული სამხედრო დაჯგუფებები წითელ ზღვაში გადამზიდებზე თავდასხმას განაგრძობენ და გასული თვის ბოლოს იორდანიაში აშშ-ს ბაზასაც შეუტიეს, რასაც რამოდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. მიუხედავად დაძაბულობისა, ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასი 3.4%-ითაა შემცირებული.

J.P. Morgan-ის მიხედვით, ამ ეტაპზე ნავთობის ფასებში გეოპოლიტიკური რისკ-პრემიუმი არ არის ასახული, რადგან არსებული მიწოდება საკმარისია მიმდინარე შოკების დასაძლევად.

გასულ თვეებში ნავთობის მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხება არ დაფიქსირებულა და არც ახლო პერიოდშია მსგავსი რამ მოსალოდნელი.

ამ ეტაპზე წითელი ზღვაში ნავთობის გადაზიდვა 20%-ით არის შემცირებული და არსებული პრობლემები მეტ-ნაკლებად მარტივად იჭრება. მეტიც, J.P. Morgan-ის მიხედვით, გრძელი მარშრუტის არჩევა და აფრიკის კონტინენტის შემოვლა ერთ ბარელ ნავთობზე ფასს საშუალოდ მხოლოდ $2-ით ზრდის, რადგან არაბული სახელმწიფოები მეტწილად ნავთობსადენით გადაზიდვას იყენებენ.

დამატებით, OPEC-ის არაწევრ ქვეყნებში გაზრდილ წარმოებას და OPEC+-ის ქვეყნებში არსებულ გამოუყენებელ რესურსებს (წარმოების ნებაყოფლობით შემცირების გამო) მოთხოვნის მოულოდნელი ზრდის ან/და მიწოდების შემცირების დაფარვა მარტივად შეუძლიათ. შესაბამისად, იანვრის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი არა ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, არამედ აშშ-ში მოულოდნელი ცივი ამინდები და გაზრდილი ეკონომიკა იყო. ჩრდილოეთ დაკოტასა და ტეხასში ძლიერმა ყინვებმა წარმოება დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ბარელით შეამცირა.

დამატებით, ამერიკის ეკონომიკის რეალური ზრდა მე-4 კვარტალში 3.3% დაფიქსირდა, რაც მოსალოდნელ 2%-ზე მეტია და ინვესტორების მხრიდან ნავთობპროდუქტების მოთხოვნის მოლოდინზე დადებითად მოქმედებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა