იანვარში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულმა ინდექსმა 9.3% შეადგინა
საქსტატის ინფორმაციით, იანვარში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულმა ინდექსმა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 9.3% შეადგინა.
სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი – 14.4%;
ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო - 8.9%;
ტანსაცმელი,ფეხსაცმელი – 1.8%;
საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სხვა – 11.9%;
ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა – 11%;
ჯანდაცვა – -4.2%;
ტრანსპორტი – 5.2%;
კავშირგაბმულობა – -0.6%;
დასვენება,გართობა,კულტურა – 7.2%;
განათლება – 7.1%;
სასტუმრო,კაფე და რესტორანი – 13.4%;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 10.9%.
ფასების „ჰარმონიზებული ინდექსით” დათვლას საქსტატი 2022 წლიდან ახორციელებს და როგორც საქართველოს რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტის (ტურისტის) დანახარჯებს მოიცავს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826