იანვრის ბოლოს ელექტროენერგიის მომხმარებლები გადახდის ქვითარს შემცირებული ტარიფით მიიღებენ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის გადასახადი 1 კვტ/სთ-ზე 3 თეთრით შემცირდა. შესაბამისად, იანვრის ბოლოს როგორც მოსახლეობა, ასევე კომერციული ტიპის მომხმარებლები ელექტროენერგიის გადასახადს შემცირებული ტარიფით მიიღებენ.
სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, შემცირებულ ტარიფს დადებითი გავლენა აქვს ყველა კატეგორიის მომხმარებელზე. განსაკუთრებით არასაყოფაცხოვრებო, კომერციული ტიპის მომხმარებლებზე, რომელთა წლიური მოხმარება 500 000 კვტ/სთ-ს აღემატება. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართული ასეთი ტიპის კომერციული მომხმარებლების საშუალო თვიური დანაზოგი საშუალოდ 5,500 ლარია, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული კომერციული აბონენტების - საშუალოდ 12,838 ლარი. ჯამში, კომერციული მომხმარებლებისათვის
ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების შედეგად მიღებული საშუალო თვიური დანაზოგი ასე ნაწილდება:
500 000 – 1 000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე როგორც სს „თელასის“, ასევე სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართული კომერციული მომხმარებლებისთვის, საშუალო თვიური დანაზოგი შეადგენს 1 800 ლარს;
1 000 000 – 5 000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი შეადგენს სს „თელასის“ ქსელში 5000 ლარს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 5 500 ლარს;
5 000 000 – 25 000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი შეადგენს სს „თელასის“ ქსელში 25 000 ლარს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 23 600 ლარს;
25 000 000 – 50 000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში შეადგენს - 81 000 ლარს;
50 000 000 კვტ/სთ და მეტი წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი სს „თელასის“ ქსელში შეადგენს 131 000 ლარს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში საშუალოდ - 455 000 ლარს.
სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ანალიზი ეფუძნება გამანაწილებელი კომპანიების ქსელში ჩართული კომერციული აბონენტების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლებს, თვიურ და წლიურ ჭრილში, კერძოდ, მომდევნო წლების ზემოაღნიშნული საპროგნოზო მაჩვენებლები გაანგარიშებულია 2023 წლის მოხმარების ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისად.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826