როგორია საქართველოსა და იაპონიის სავაჭრო ურთიერთობები
საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 286 073.0 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.59%-ით მეტია.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიაში ყიდის:
• ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 1 040.9 ათასი დოლარი;
• ალუმინი დაუმუშავებელი - 846.2 ათასი დოლარი;
• ყურძნის ნატურალური ღვინოები - 475.2 ათასი დოლარი;
• სხვა სახის ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით - 27.7 ათასი დოლარი;
• კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 23.4 ათასი დოლარი;
რაც შეეხება იაპონიიდან იმპორტს, ამ კუთხით 20.03%-იანი მატებაა. 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ იაპონიიდან 283 633.4 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. სტატისტიკის მიხედვით, იაპონიიდან იმპორტში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიაში ყიდულობს:
• მსუბუქი ავტომობილები - 267 127.5 ათასი დოლარი;
• სატვირთო ავტომობილები - 3 817.4 ათასი დოლარი;
• რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 3 148.2 ათასი დოლარი;
• რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი; - 1 465.9 ათასი დოლარი;
• სპეციალური დანიშნულების ავტომობილები - 929.5 ათასი დოლარი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826