მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.4
-0.0005
flag
AZN 1.5257
0.0001
flag
CNY 38.881
-0.0002
flag
EUR 2.8895
-0.0216
flag
GBP 3.4551
-0.0284
flag
KZT 58.26
0.0025
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5933
-0.0003
news banner

IATA-სთან პარტნიორობა საქართველოს ავიაციისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება - ლევან მოსეშვილი

news image
mbc image
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პირველი რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა, რაც საქართველოს საავიაციო სექტორისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. 
 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, IATA-სთან ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის, ისე მთლიანად ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიისთვის. ლევან მოსეშვილი განმარტავს, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში პირველი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც IATA-ს ეგიდით საერთაშორისო სასწავლო ტრენინგებს ჩაატარებს.
 
„ეს ახალი გამოწვევაა და, ამავდროულად, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის აღიარება. შედეგად, შესაძლებლობა გვაქვს, ახალი სასწავლო პროგრამები განვავითაროთ როგორც საქართველოს, ისე რეგიონის მასშტაბით, ავამაღლოთ საავიაციო სპეციალისტების ცოდნის დონე და ხელი შევუწყოთ მთლიანად სექტორის განვითარებას. ეს აღიარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, საავიაციო სტანდარტების კიდევ უფრო გამყარებას. ასევე მოვამზადებთ ახალი თაობის ავიატორებსა და ლიდერებს, რომლებიც მომავალში საავიაციო სექტორს უხელმძღვანელებენ", - აცხადებს ლევან მოსეშვილი. 
 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების IATA-თან თანამშრომლობა ქვეყანას საავიაციო განათლებისა და პროფესიული გადამზადების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ახალ შესაძლებლობებს უქმნის. ამასთან, აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საავიაციო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებას, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და საქართველოს რეგიონულ საავიაციო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბებას.
 
2027 წლის თებერვლიდან UAG აკადემიაში IATA-ს საერთაშორისო სასწავლო კურსები დაიწყება. პროგრამებში მონაწილეობას შეძლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე რეგიონის სხვა ქვეყნების დაინტერესებული პირები.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image IATA-სთან პარტნიორობა საქართველოს ავიაციისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება - ლევან მოსეშვილი

12.11.2026.11:36

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პირველი რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა, რაც საქართველოს საავიაციო სექტორისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. 
 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, IATA-სთან ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის, ისე მთლიანად ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიისთვის. ლევან მოსეშვილი განმარტავს, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში პირველი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც IATA-ს ეგიდით საერთაშორისო სასწავლო ტრენინგებს ჩაატარებს.
 
„ეს ახალი გამოწვევაა და, ამავდროულად, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის აღიარება. შედეგად, შესაძლებლობა გვაქვს, ახალი სასწავლო პროგრამები განვავითაროთ როგორც საქართველოს, ისე რეგიონის მასშტაბით, ავამაღლოთ საავიაციო სპეციალისტების ცოდნის დონე და ხელი შევუწყოთ მთლიანად სექტორის განვითარებას. ეს აღიარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, საავიაციო სტანდარტების კიდევ უფრო გამყარებას. ასევე მოვამზადებთ ახალი თაობის ავიატორებსა და ლიდერებს, რომლებიც მომავალში საავიაციო სექტორს უხელმძღვანელებენ", - აცხადებს ლევან მოსეშვილი. 
 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების IATA-თან თანამშრომლობა ქვეყანას საავიაციო განათლებისა და პროფესიული გადამზადების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ახალ შესაძლებლობებს უქმნის. ამასთან, აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საავიაციო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებას, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და საქართველოს რეგიონულ საავიაციო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბებას.
 
2027 წლის თებერვლიდან UAG აკადემიაში IATA-ს საერთაშორისო სასწავლო კურსები დაიწყება. პროგრამებში მონაწილეობას შეძლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე რეგიონის სხვა ქვეყნების დაინტერესებული პირები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა