მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7213.3
0.0036
flag
AZN 1.5625
-0.0011
flag
CNY 39.307
0.0008
flag
EUR 3.0848
0.008
flag
GBP 3.5674
0.0016
flag
KZT 54.24
-0.001
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6563
-0.0014
news banner

„იგლ ჰილსის“ მასშტაბური პროექტი მომავალი 6-7 წლის განმავლობაში მილიარდობით ინვესტიციას ითვალისწინებს, რაც ტურისტული სექტორის განვითარების ახალი ეტაპის საფუძველი გახდება - შოთა ბერეკაშვილი

news image
mbc image

„იგლ ჰილსის“ მასშტაბური პროექტი საქართველოს ტურისტულ სექტორს ხარისხობრივად გარდაქმნის და ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  2025 წელს ტურიზმიდან მიღებული რეკორდული 4.7 მილიარდი აშშ დოლარის ფონზე, სამშენებლო-დეველოპერული სექტორი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და სექტორის შემდგომ განვითარებას უწყობს ხელს.

„დეველოპერული სექტორის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის მზარდი დაკავშირებადობა და შუა დერეფნის ფუნქციის გაძლიერება საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ მიმზიდველობას ზრდის. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოში ტურისტულმა შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4.7 მილიარდ აშშ დოლარი შეადგენდა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი წარმატებაა.

სამშენებლო-დეველოპერული სექტორი ამ მიმართულებას კიდევ უფრო ავითარებს. ჩვენთვის 2025 წელს განსაკუთრებით დიდი მოვლენა იყო „იგლ ჰილსის“ საქართველოში შემოსვლა. ეს მასშტაბური პროექტია, რომელიც მომდევნო 6-7 წლის განმავლობაში მილიარდობით აშშ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს და, ვფიქრობ, სრულად გარდაქმნის ტურისტულ სექტორს. ამ გარდაქმნაში ვგულისხმობ არა მხოლოდ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას, არამედ მათი მსყიდველუნარიანობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას.

თუ, მაგალითად, დღეის მდგომარეობით თითოეული ვიზიტორი საქართველოში საშუალოდ 650-დან 700 აშშ დოლარამდე ხარჯავს, დეველოპერული სექტორისა და სერვისების განვითარებით ჩვენ შევძლებთ აღნიშნული ციფრის გაორმაგებას. დარწმუნებული ვარ, რომ „იგლ ჰილსის“ მსგავსად საქართველოში არაერთი დიდი საერთაშორისო კომპანია შემოვა და დეველოპერულ ბაზარს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ეს პოზიტიური პროცესია როგორც ადგილობრივი ბიზნესებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერებისთვის“, - განაცხადა გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას  შოთა ვერეკაშვილმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image უმნიშვნელოვანესია სამუშაო ძალის გადამზადება და მათი ინტეგრაცია თანამედროვე ეკონომიკურ სექტორებში, რაც პირდაპირ გულისხმობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას - შოთა ბერეკაშვილი

15.06.2026.21:15

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერიკაშვილის განცხადებით, ბიზნესში კადრების დეფიციტისა და სამუშაოს მაძიებელთა ერთდროული არსებობის პარადოქსის დაძლევა ამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებით არის შესაძლებელი. მისი თქმით, სამუშაო ძალის გადაყვანა დაბალპროდუქტიული სექტორებიდან მაღალტექნოლოგიურში პირდაპირ აისახება მოსახლეობის ხელფასების ზრდაზე.

 „ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ერთდროულად ეხება როგორც ბიზნესს, ისე სამუშაო ბაზარს. ბიზნესის მთავარი ამოცანაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ეფექტიანობის ამაღლება და პროდუქტიულობის ზრდა. ამ მიმართულებით შეინიშნება, რომ კერძო სექტორი მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავს კვლევასა და განვითარებაზე.

თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ახალი სამუშაო ადგილების პარალელურად, პროფესიული კადრების დეფიციტი არსებობს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია სამუშაო ძალის გადამზადება და მათი ინტეგრაცია თანამედროვე ეკონომიკურ სექტორებში. ეს პირდაპირ ნიშნავს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებსა და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდას.

ხშირად ისმის კითხვა: როგორ შეიძლება გავხადოთ ეკონომიკა ინკლუზიური? ეკონომიკის ინკლუზიურობა სწორედ სამუშაო ძალის მომზადებასა და გადამზადებას გულისხმობს, რათა ის გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული, რაც პირდაპირ აისახება მათ კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიულ განათლებას. ეს მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენი სამუშაო ძალის ტრანსფორმაციისთვის - კადრების დაბალპროდუქტიული სექტორებიდან მაღალპროდუქტიულ სექტორებში გადანაცვლების მიმართულებით. ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა და ჩვენ უნდა შევძლოთ მისი წარმატებით დაძლევა“, - განმარტავს ბერეკაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა