მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7228.8
-0.0198
flag
AZN 1.5693
-0.0009
flag
CNY 39.427
-0.0017
flag
EUR 3.1071
-0.0008
flag
GBP 3.591
0.0107
flag
KZT 54.39
-0.004
flag
TRY 0.0581
-0.0001
flag
USD 2.6673
-0.002
news banner

III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით პირველ ადგილზეა აშშ - საქსტატი

news image
mbc image

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის III კვარტალში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია. ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით.

2025 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.1 პროცენტია. რეინვესტიციამ 340.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 63.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებები 90.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და ის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17 პროცენტია.

2025 წლის III კვარტალში პირველ ადგილზეა აშშ - 93.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ესპანეთი - 72.1 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი - 70.0 მლნ. აშშ დოლარით (13.1 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2 პროცენტს შეადგენს.

2025 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.2 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი - 79.8 მლნ. აშშ დოლარით (15.0 პროცენტი), ხოლო მესამეს სექტორი - წყალმომარაგება; ნარჩენების მართვა - 71.5 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 45.6 პროცენტი შეადგინა.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image არაბთა გაერთიანებული საამიროები ქართული თაფლის მთავარი საექსპორტო ბაზარი გახდა

01.06.2026.19:00

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ექსპორტზე 17.3 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში ქვეყნიდან საექსპორტო ბაზრებზე 0.4 ტონა თაფლი გადაიზიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 0.5 ტონა. შესაბამისად თაფლის ექსპორტი 20%-ით არის შემცირებული. 
 საქართველოში წარმოებული თაფლისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. სწორედ არაბთა გაერთიანებული საამიროებზე მოდის ქვეყნიდან თაფლის ექსპორტის 50%. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქართული თაფლი მხოლოდ ერთ ბაზარზე, სომხეთში იყიდებოდა. 

მიმდინარე წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტი სულ სამ ბაზარზე განხორციელდა:

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.2  ტონა - 11.4 ათასი დოლარი;
  • ჰონ-კონგი - 0.1 ტონა - 5.8 ათასი დოლარი;
  • რუსეთი - 0.0 ტონა - 0.1 ათასი დოლარი;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა