მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

იმისათვის, რომ შუაში არ იყოს ბევრი რგოლი დამატებული, რაც იწვევს ფასების ზრდას, შესაძლებელია მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, ეს არის დაახლოებით 5-წლიანი ამოცანა. ამაზეც მუშაობს როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image
ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ასევე საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხია ფასები, რაც პირდაპირ აწვება ადამიანის ჯიბეს, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გასულ წელს იყო საკმაოდ მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი კონკრეტულად სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, რაც მედიკამენტებთან ერთად ადამიანებისთვის მთავარი პროდუქტია.
„დაახლოებით 8%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი იყო შარშან. 8%-იანი ინფლაცია არის საკმაოდ დიდი, მიუხედავად იმისა, რომ შარშანაც ხელფასის საშუალო მატებამ გადაასწრო ფასების მატებას, ამის მიუხედავად ადამიანებისთვის ტვირთად იქცა დამატებით საშუალო 8%, რომელსაც ისინი იხდიდნენ გასული წლის განმავლობაში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებში. საბოლოო ჯამში, იმ პროცესმა, რომელიც დავიწყეთ, ეს პროცესიც თავის ტკივილი იყო, როდესაც ფასებს ეხები, ურთულეს პრობლემას ეჯახები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ზოგადად, ეკონომიკურად ასეა, რომ ფასები ყოველ წელს იზრდება. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ფასები მცირდება. შეიძლება იყოს 1 წელი, მაქსიმუმ 2 წელი დეფლაცია, სხვა შემთხვევაში უკლებლივ ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად ფასები იზრდება და ეკონომიკურად მიიჩნევა, რომ ოპტიმალური მაჩვენებელი ფასების ზრდის არის 3%, თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის, ეს 3%-იც მტკივნეულია. ამიტომ, ხელისუფლება ეჯახება ისეთ პრობლემას, რომელიც პრინციპულ გადაწყვეტას არ ექვემდებარება. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად, საშუალოდ 2-3%-ით მაინც მინიმუმ არ იზრდება, პირიქით, 2-დან 3%-მდე ზრდა კონკრეტულად, მათ შორის სურსათზე და უალკოჰოლო პროდუქტებზე ითვლება, რომ არის ყველაზე ჯანსაღი ზრდა. 2%-ზე ნაკლები არაჯანსაღიც არის, არასასურველია. წარმოიდგინეთ, ასეთი პარადოქსული მოვლენაა, რომ წესით 2-3%-ით ყოველ წელს უნდა იზრდებოდეს სურსათზე ფასები, რაც მტკივნეულია საზოგადოებისთვის და შენ გამოდიხარ ამ დროს ინიციატივით, რომ მაქსიმალური საპირისპირო ზემოქმედება განახორციელო ფასებზე", -  განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თებერვლიდან მოყოლებული, ფასების ზრდის მაჩვენებელი თითქმის 0-ზეა გასწორებული. 
 
„საბოლოო ჯამში, შედეგები რომ გითხრათ, შეგიძლიათ დააკვირდეთ ამ მოვლენების გაშუქებას, მათ შორის ოპოზიციური არხების მხრიდან. თავის დროზე, ხშირად გამოჰქონდათ ხოლმე, ყოველთვე საქსტატის მონაცემები და ბოლო პერიოდში მაქსიმალურად ერიდებიან საქსტატის მონაცემების გამოქვეყნებას, იმიტომ, რომ ჩვენ თუ გვქონდა შარშანდელი წლის განმავლობაში დაახლოებით 8%-იანი ინფლაცია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, იანვარშიც იყო სამწუხაროდ მაღალი მაჩვენებელი, წინა თვესთან შედარებითაც კი ზრდა იყო 2.3%. იანვარიც იყო პრობლემური ამ კუთხით, სურსათზე ფასების ზრდის კუთხით, თუმცა, თებერვლიდან მოყოლებული რომ ნახოთ ფასების ზრდის მაჩვენებელი, რეალურად, თითქმის 0-ზეა გასწორებული, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, ის აღმოჩნდა საკმაოდ რეალური. რეალურად, ჰქონდათ, როგორც დისტრიბუტორებს, ასევე სუპერმარკეტებს სივრცე იმისათვის, რომ მინიმუმ ფასები აღარ გაეზარდათ. რეზერვი, რესურსი არსებობდა. შესაბამისად, რაც არის ჯანსაღი ზრდის მაჩვენებელი 2-3%, ამ ფარგლებშიც კი აღარ ფიქსირდება  ინფლაცია თებერვლიდან მოყოლებული. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია, არ გაიზარდოს ფასები, პირველ რიგში სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებზე და მედიკამენტებზე, სადაც მოხერხდება შემცირება, ესეც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მედიკამენტებზე შედარებით ადვილია ჩარევა გამომდინარე იქიდან, რომ შეგიძლია რეფერენტული ფასები დაადგინო, რაც იწვევს კონკრეტული კატეგორიის მედიკამენტებზე ფასების გათანაბრებას, დაბალ დონეზე შენარჩუნებას. სურსათზე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვერ დაუდგენ ვერცერთ მაღაზიას ფასებს, ასეთი პრაქტიკა წარმოუდგენელია დემოკრატიულ და საბაზრო ეკონომიკაზე აგებულ სისტემაში. რაც ჩვენ შეგვეძლო, მაქსიმალურად ჩავერიეთ. ამის გარდა არსებობს საშუალოვადიანი ამოცანები, მათ შორის, შეიძლება დამოკლდეს მიწოდების ჯაჭვი, რასაც სჭირდება რამდენიმეწლიანი ინვესტიციები. იმისათვის, რომ შუაში არ იყოს ბევრი რგოლი დამატებული, რაც იწვევს ფასების ზრდას, შესაძლებელია მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, ეს არის დაახლოებით 5-წლიანი ამოცანა. ამაზეც მუშაობს როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი. ამანაც დამატებით შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციური პროცესების შენელება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჯანსაღი მაჩვენებელი გვქონდეს წლიდან წლამდე ინფლაციის კუთხით. მთავარი პრობლემა რა არის, როდესაც ფასები მიდის უკან დეფლაციის პირობებში, წარმოებას და მწარმოებელს ექმნება პრობლემა იმიტომ, რომ შენ იძულებული ხარ, როგორც მწარმოებელი, გაზარდო ხელფასები, გეზრდება სხვა ხარჯები სხვადასხვა მიმართულებით, ამას თუ არ ეწევა სურსათზე ფასები, ამ შემთხვევაში უკვე წარმოება შეიძლება დაიხუროს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი ამოცანა არის, რომ შევინარჩუნოთ  დღევანდელი ტენდენცია და შარშანდელისგან განსხვავებით წლევანდელი მაჩვენებელი იქნება ბევრად უკეთესი, ანუ შარშან თუ გვქონდა დაახლოებით 8% სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია, თებერვლიდნ მოყოლებული ეს მაჩვენებელი არის თითქმის ნულთან ახლოს. მთავარია, რომ ეს ტენდენცია იყოს შენარჩუნებული, რაც იოლი არ არის გლობალური პროცესების პირობებში, საწვავზე ფასები გაიზარდა, ბევრ სხვა პროდუქტზე გლობალურად გაიზარდა ფასები, თუმცა რაც მოვახერხეთ, იმედი გვაქვს, შევინარჩუნებთ ასეთ ტენდენციებს", -  განაცხადა პრემიერმა.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია - TBC Capital

08.10.2026.14:00

TBC Capital განახლებულ პუბლიკაციას ,,მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა - ივლისი 2026” აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს.

სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 22%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 40 ლარს გაუტოლდა. ამავე თვეში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 18%-ით გაიზარდა.

,,ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად, შესაბამისად, 20 % და 16%-ით გაიზარდა.

⁠ამავე პერიოდში თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში
რეზიდენტებმა 79%, ხოლო არარეზიდენტებმა 21% დაიკავეს. ჯამური უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 26% სურსათზე, ხოლო 17% რესტორნებში გაწეულ ხარჯებზე მოდის.

⁠ამავე თვეში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო
საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 18 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და
უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 5% შეადგინა . სამომხმარებლო საქონელზე ჯამური დანახარჯების 60% მოდის - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 60 % და 40 % შეადგინა.

⁠ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო
დანახარჯებში 44 %-იანი წილი სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა დაიკავა. სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების უდიდეს წილს არარეზიდენტები იკავებენ - 202 6 წლის აგვისტოში სასტუმროებში თიბისი ბანკის არხებით გაწეული უნაღდო
დანახარჯები წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე
საშუალო დანახარჯმა 485 ლარი შეადგინა.

⁠ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით სასტუმროებში გაწეული ჯამური უნაღდო
დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 19% და
81%-ად განაწილდა . არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები
სასტუმროებში წლიურად გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, რეზიდენტების მიერ სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 5%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი 207 ლარს გაუტოლდა.

⁠ამავე თვეში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 26%-ით
გაიზარდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით. საშუალო დანახარჯმა ერთ
ტრანზაქციაზე 704 ლარი შეადგინა. უნაღდო დანახარჯები რესტორნებში
წლიურად მზარდია - 2026 წლის აგვისტოში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 40 ლარი შეადგინა.

⁠ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში გაწეული უნაღდო
დანახარჯების 64 % რეზიდენტებმა, ხოლო 36% არარეზიდენტებმა დაიკავეს. რესტორნებში რეზიდენტების საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 30 ლარია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში რეზიდენტების
უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის
მოცულობა 30 ლარი დაფიქსირდა.

⁠ამავე თვეში რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად
17%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს ერთ ტრანზაქციაზე,
მაჩვენებელი 99 ლარს გაუტოლდა. ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო
დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 18%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯის მოცულობამ ერთ ტრანზაქციაზე 108 ლარი შეადგინა.

⁠ამავე პერიოდში თიბისი ბანკის არხებით ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული
ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს
შორის, შესაბამისად, 74% და 26% შეადგინა. არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მზარდია - 202 6 წლის აგვისტოში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 16%-ით გაიზარდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით. საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 94 ლარი შეადგინა. ⁠ამავე თვეში არარეზიდენტების მიერ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 25%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 186 ლარს გაუტოლდა. საწვავზე უნაღდო დანახარჯების დინამიკა მზარდია - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 25%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 64 ლარს გაუტოლდა.

⁠ამავე პერიოდში მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული უნაღდო დანახარჯები
წლიურად 7%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა 35 ლარი შეადგინა. უნაღდო დანახარჯები ფარმაციაზე წლიურად 17% -ით გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ფარმაციაზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 17%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯის მოცულობას ერთ ტრანზაქციაზე, მაჩვენებელი 29 ლარს გაუტოლდა.

⁠ამავე თვეში უნაღდო დანახარჯები პირად ჰიგიენაზე თიბისი ბანკის არხებით
წლიურ ჭრილში 14%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა 81 ლარი შეადგინა. უნაღდო დანახარჯები ელექტრონიკაზე წლიურ ჭრილში გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 13%-ით გაიზარდა. ⁠ამავე პერიოდში ავეჯსა და მოწყობილობებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები 17%-ით გაიზარდა გასული წილს აგვისტოსთან შედარებით. უნაღდო დანახარჯები სამშენებლო მასალებზე წლიურად 11% -ით გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით სამშენებლო მასალებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 11%-ით გაიზარდა", - აღნიშნულია TBC Capital-ის ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა