საქართველოში შოკოლადის იმპორტი შემცირდა - საქსტატის მაჩვენებლები
2025 წლის 7 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში შოკოლადის იმპორტი რაოდენობრივად შემცირებულია, თუმცა ღირებულებით ნაწილში ზრდა ფიქსირდება. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე შოკოლადის ფასი გაიზარდა, და წელს ქვეყანა მას უკვე შედარებით ძვირად ყიდულობდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 54 674.1 ათასი დოლარის ღირებულების 10 615.8 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 45 764.5 ათასი დოლარის ღირებულების 11 034.5 ტონა შოკოლადი. შესაბამისად რაოდენობრივად იმპორტი 4%-ით არის შემცირებული.
მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში შოკოლადის ყველაზე დიდი მოცულობით იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით შოკოლადს ყიდულობს:
სხვა სიახლეები
საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს
22.05.2026.19:00
საქართველოში ჩამოსხმულ წყლებზე მოთხოვნა მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე 63 859.8 ათასი დოლარის ღირებულების 93 435 926 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე 88 259 746 ლიტრი წყლები გადაიზიდა. შესაბამისად ქვეყნიდან წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოში ჩამოსხმული მინერალური და მტკნარი წყლები მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის: