მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ინდოეთში ექსპორტი 114%-ითაა გაზრდილი - TOP 5 პროდუქტი

news image
mbc image

ინდოეთის მიმართულებით ექსპორტი 114%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 23%--იან კლებას აჩვენებს. 

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ინდოეთში 23,545.72 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11,002.95 ათასი დოლარის.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიურ ჭრილში ჭრილში საქართველოდან ექსპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ ინდოეთში 34,141.62 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა. 

რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლებს, საქართველოდან ინდოეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი   სასუქებია, რომელზედაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 73%-ი მოდის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ინდოეთში ყიდის:

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 17,134.59 ათასი დოლარი,
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 2,928.80 ათასი დოლარი,
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 1,663.43 ათასი დოლარი,
  • დანადგარები საკვები პროდუქტების ან სასმელების სამრეწველო წარმოებისათვის - 597.09 ათასი დოლარი,
  •  ნარჩენები და ჯართი ალუმინისა - 321.81 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე მაჩვენებლებით 23,3%-იანი კლებაა. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ინდოეთიდან 62,785.35 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი  81,882.08 ათასი დოლარის.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში ინდოეთიდან იმპორტი მზარდ ტრენდზეა და ამ ქვეყნიდან იმპორტმა მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 115,700.94 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა.

ინდოეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ინდოეთიდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 14,361.19  ათასი დოლარი.
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 5,200.76  ათასი დოლარი.
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 4,956.93  ათასი დოლარი.
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 4,233.29  ათასი დოლარი.
  • ბრინჯი - 2,989.47  ათასი დოლარი.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა