ინფლაცია არის მართვადი და მეტ-ნაკლებად სტაბილური | სებ-ის პრეზიდენტი
ინფლაცია არის მართვადი და მეტ-ნაკლებად სტაბილური",- ამის შესახებ, სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა დღეს პარლამენტში გამოსვლისას.
ცნობისთვის, დღეს ქვეყნის კანონმდებლების წინაშე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარდგა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კანონმდებლებს არაერთ საკითხზე ჰქონდათ კითხვები, თუმცა განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო კომპანია „ტეზერას“ შორის სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხებზე, რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე, ინფლაციის ტენდენციაზე, არსებული კონფლიქტის პოტენციურ გავლენაზე.
სხვა სიახლეები
მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას - ინგა ფხალაძე
17.09.2026.20:13
„ჩვენი ენერგოპოლიტიკის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ერთდროულად იქნება როგორც უსაფრთხო, ისევე სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ „დღის ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ხედვას ეფუძნება 2036 წლის გენერაციის დადგმული სიმძლავრის 2,5-ჯერ გაზრდა, რომელიც ჯამში 11500 მეგავატს უნდა მიუახლოვდეს.
„პარალელურად, მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას. საქართველოს ამისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი გააჩნია. დღეს სისტემას დაახლოებით 4780 მეგავატი დადგმული სიმძლავრე აქვს და აქედან 3500 მეგავატი ჰიდროენერგიაზე მოდის. შემდეგი კი გახლავთ მზე და ქარი, რომლებიც დივერსიფიკაციის გამოხატულება არის ენერგეტიკაში. დღეს გვაქვს 312 აქტიური პროექტი, რაც, ფაქტობრივად, 6000 მეგავატის სიმძლავრეს გულისხმობს, საიდანაც არის 1530 მეგავატი ჰიდრო, 2340 მეგავატი ქარი და 2090 მეგავატი მზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას მხოლოდ ერთი წყაროს განვითარებას არ დაუთმობს" - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.