მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

ინფლაციის დინამიკის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური გაურკვევლობაა - ნათია თურნავა

news image
mbc image

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციურ მოლოდინებთან დაკავშირებით პროგნოზირება რთულია, დასტაბილურება დამოკიდებული იქნება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ხანგრძლივობასა და გარე ბაზრებზე ნავთობის ფასის დინამიკაზე, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ საბაზო ინფლაცია და მომსახურების ფასების ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი ნიშნულიდან კვლავაც არ არის ძალიან მნიშვნელოვნად გადახრილი და 3.2% და 3.7%-ის ფარგლებში ნარჩუნდება.

„ეს პოზიტიური ტენდენციაა და ნიშნავს, რომ ინფლაციური მოლოდინები საკმაოდ კარგად არის მართული. ასევე პოზიტიური ფაქტორია ჩვენს შემთხვევაში ის, რომ ძლიერი ეკონომიკური ზრდა მომდინარეობს მაღალპროდუქტიული დარგებიდან, რაც მიუთითებს, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლა განეიტრალებულია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში ყველის იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა

08.06.2026.15:00

საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 2 564.3 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2 176.9 ტონა) 17.8%-ით მეტია.

რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მომატებულია იმპორტზე დახარჯული თანხის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა 13 528.5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 11 609.6 ათას დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ბაზარზე ყველის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ყველის იმპორტი განახორციელა:

  • თურქეთი - 538.9 ტონა
  • რუსეთი - 415.3 ტონა
  • გერმანია - 352.7 ტონა
  • პოლონეთი - 321.1 ტონა
  • ბელარუსი - 180.7 ტონა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა