მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

ინფლაციის მთავარი მდგენელი საგარეო შოკია, ვმუშაობთ, რომ ის შიდა ინფლაციურ პროცესებში არ გადაიზარდოს - ნათია თურნავა

news image
mbc image

"ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საგარეო შოკებია, რომლებზეც საქართველოს ეროვნული ბანკი პირდაპირ გავლენას ვერ ახდენს, თუმცა მონეტარული პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, მათი ზემოქმედება დროთა განმავლობაში შიდა ინფლაციურ პროცესებში არ გადაიზარდოს", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვანი გამოწვევა საგარეო ფაქტორების გავლენას უკავშირდება ინფლაციაზე.

„დღესდღეობით ამ კუთხით ჩვენ მართლაც დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ იმიტომ, რომ ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მდგენელი არის გარე შოკი, გარე ფაქტორი, რომელიც ჩვენი პოლიტიკის მიღმაა და მასზე პირდაპირი ზემოქმედება არ შეგვიძლია. არ შეგვიძლია ზემოქმედება მსოფლიო ნავთობის ბაზარზე, ნავთობპროდუქტების ფასებზე, ჩვენ ვართ იმპორტიორი ქვეყანა. თუმცა ჩვენი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ჩვენი მონეტარული პოლიტიკა, პირველ რიგში მიმართულია იქითკენ, რომ ის გარე შოკები და მათი ზემოქმედება, რომლებზეც პირდაპირ გავლენას ვერ ვახდენთ, დროთა განმავლობაში უფრო სიღრმისეულ შიდა ინფლაციურ ფაქტორებად არ გარდაიქმნას. სწორედ ამისკენ არის მიმართული ჩვენი შედარებით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიდგომა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საგარეო შოკების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკურ მედეგობასა და შესაბამის ბუფერებს, რომლებიც ეკონომიკას შესაძლო რისკებისგან იცავს.

„ქვეყნის ეკონომიკური მედეგობა, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, მისი ფინანსური ბუფერებითაც, უსაფრთხოების ბალიშებითაც განისაზღვრება. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკმაოდ ძლიერი პოზიცია აქვს. პირველ რიგში, ეს ეხება საერთაშორისო რეზერვებს, რომელთა დაგროვების მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო მათი ადეკვატურობის მაჩვენებელი კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის მზაობას გარე შოკების გასამკლავებლად. ასევე, მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის მდგრადობაც. საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ძლიერი კაპიტალიზაციითა და ლიკვიდობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ეს ყველაფერი ქმნის მნიშვნელოვან ფინანსურ ბუფერებს, რომლებიც ქვეყანას როგორც გარე, ისე შიდა გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება და მის საერთო ეკონომიკურ მედეგობას აძლიერებს" - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ⁠მთის კურორტების პროექტებისთვის 2027 წლის ბიუჯეტში 82 მლნ ლარია გათვალისწინებული - გიორგი კაკაურიძე

16.11.2026.16:11

2027 წლის ბიუჯეტის პროექტით ⁠ანაკლიის პორტისთვის 125 მლნ ლარი, ქუთაისის აეროპორტისთვის კი 65 მლნ ლარია გათვალისწინებული, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განათლებისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

ანაკლიის პორტის პროექტისთვის 125 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ქუთაისის აეროპორტის მშენებლობის დასასრულებლად კი 65 მილიონი ლარი. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაწილში ძირითადად გვაქვს ის თანხები, რომლებიც მომდევნო წლის პროექტებს უკავშირდება. ანაკლიისთვის გათვალისწინებულია 125 მილიონი ლარი, ქუთაისის აეროპორტის მშენებლობის დასასრულებლად – 65 მილიონი ლარი, მთის კურორტებისთვის კი – 82 მილიონი ლარი. ამ პროექტების ნაწილი უკვე დაწყებულია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ოფციური გაზის შესაძენად დამატებით 180 მილიონი ლარი გამოეყოფა.

„180 მილიონი ლარი გამოეყოფა ნავთობისა და გაზის კორპორაციას იმისთვის, რომ წლის დასაწყისშივე შეიძინოს ოფციური გაზი, რომლითაც შემდგომში მთელი წლის განმავლობაში მომარაგდება მოსახლეობა“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

მისი თქმით, გამოყოფილი 180 მილიონი ლარიდან კორპორაცია 2027 წელს 100 მილიონ ლარს დააბრუნებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა